"პანდემიის გამო მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთ მილიარდზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი დაზარალდა"
"პანდემიის გამო მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთ მილიარდზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი დაზარალდა"
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ მაშინვე, როგორც კი ქვეყნების მიერ კორონავირუსის ადგილობრივი გავრცელების შემთხვევების გაკონტროლება მოხდება, მოსწავლეებისა და სტუდენტების სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოდ დაბრუნება მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთ მილიარდზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი დაზარალდა, სულ ცოტა 40-მა მილიონმა ბავშვმა კი სკოლამდელი ასაკის განათლების მიღება ვერ შეძლო.

"ამის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით, მთელი თაობა კატასტროფის წინაშდე დგას, რამაც შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში მიღწეული
პროგრესი უკან დახიოს, შესაძლებლობების უდიდესი პოტენციალი დაკარგოს და არსებული უთანასწორობები კიდევ უფრო გააღრმავოს “, – განაცხდა ანტონიო გუტერეშმა.

მისივე თქმით, მსოფლიოსთვის ახლა გადამწყვეტი პერიოდია, რომელსაც ახალგაზრდებისა და ზოგადად, ქვეყნების მომავალზე გრძელვადიანი ზეგავლენა ექნება.

"იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ახლა მთავრობები და მშობლები ღებულობენ, ასობით მილიონ ახალგაზრდაზე, ისევე
როგორც ქვეყნების განვითარების პერსპექტივებზე ხანგრძლივი ზეგავლენა ექნება,“- აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?