შეთანხმების თანახმად, ქალი უნდა შეეცდინა, რის შემდეგაც... - რატომ მიმართავენ იაპონელები განქორწინებისთვის "სპეცაგენტებს" - კვირის პალიტრა

შეთანხმების თანახმად, ქალი უნდა შეეცდინა, რის შემდეგაც... - რატომ მიმართავენ იაპონელები განქორწინებისთვის "სპეცაგენტებს"

2010 წელს ტაკეში კუვაბარა თავისი საყვარლის, რიე ისოჰატას მკვლელობისთვის დააკავეს. ამ ამბავში მთვარი არა მისი დაკავება, არამედ ის იყო, რომ დაკავებული კუვაბარა იაპონიაში მომუშავე, ე.წ. "ვაკარესასეის აგენტი" იყო, ადამიანი, რომელიც პერსონალურად დაიქირავა ისოჰატას ქმარმა, თავისი ქორწინების დასანგრევად. კუვაბარა, შეთანხმების თანახმად ვალდებული იყო შეეცდინა ქალი, რის შემდეგაც დადგმულ ღალატს ქმარი, ოჯახის დანგრევის მთავარ მიზეზად გამოიყენებდა.

ბრიტანული გამოცემა "ბი-ბი-სი" იაპონური ბიზნესის, "ვაკარესასების" შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც ჩანს, დღეს იაპონიაში ხშირია საბოტაჟის მიზნით დაქირავებული პირების მიერ წყვილების ურთიერთობის დანგრევის ფაქტები. კანონის თანახმად, იაპონიაში რაიმე საბაბის ან სამხილის გარეშე ოჯახის დანგრევა ძვირი საიმოვნებაა, ამიტომ, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გადაუხადოს დაქირავებულ "ვაკარესას" თანხა, რომელიც, მოტყუებით შეაცდენს ნებისმიერი ადამიანის პარტნიორს ან მეუღლეს და ამ "პრობლემას" მარტივად მოაგვარებს.

2010 წელს საზარელ მკველობამდე, "ვაკარესასეიას" აგენტმა, კუვაბარამ, ისოჰატასთან შეხვედრა სუპერმარკეტში გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ კუვაბარას ცოლი და შვილები რეალურ ცხოვრებაშიც ყავდა, თუმცა როლისთვის მან ქალს თავი უცოლო, დასაოჯახებელ მამაკაცად გააცნო, რომელიც აიტი სპეციალისტად მუშაობდა და სუპერმარკეტში უეცრად შემჩნეული ქალის დახმარება სურდა. ეს შეხვედრა სულ მალე უერთიერთობაში გადაიზარდა. რამდენიმე კვირაში კუვაბარას მეგობარმა ფოტოგრაფმა, მისივე თხოვნით, მას და ისოჰატას სასტუმროში სასიყვარულო ფოტოები გადაუღო, რომელიც შემდგომ ისოჰატას ქმარს დაშორების საბაბად უნდა გამოეყენებინა.

კუვაბერასა და ისოჰატას შორის ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ისოჰატამ ამ თამაშის მთავარი მიზანი გაიგო და გაბრაზებულმა სცადა "საყვარელთან" დაშორება. კუვაბარას ურთიერთობის დასრულება, გარიგების თანახმად არ აწყობდა და გოგონა მოკლა. კუვაბარას 15 წელი მიუსაჯეს.

იაპონიაში ოჯახის დანგრევა მეტად რთული საკითხია ამიტომ, სასამართლო დავის თავიდან ასაცილებლად წყვილები აგენტების მეშვეობით მოტყუებით ანგრევენ ოჯახებს. იმ შემთხვევაში თუ ოჯახის დანგრევას რაიმე სერიოზული მიზეზი არ ექნება, წყვილს უწევს დიდი რაოდენობის თანხა გადაიხადოს პარტნიორისთვის მიყენებული ფიზიკური ან მორალური ზიანისთვის და ასევე ის მშობელი, რომელიც მეურვეობას იღებს შვილზე, მეუღლისგან დიდი თანხის სანაცვლოდ თანხმდება გაშორებას.

იაპონური "ვაკარესასეიას" ინდუსტრიას ეს საშინელი ფაქტი დღემდე ახსოვს. ტრაგედიამ კი ამ ბიზნესში სერიოზული რეფორმაცია დაიწყო, სახელმწიფომ კერძო დეტექტივებს ლიცენზია მოსთხოვა, თუმცა "ვაკარესასეიას" აგენტები დღემდე ამის წინააღმდეგნი არიან, რადგან ლიცენზიის აღება მათ "ინკოგნიტო" ბიზნესს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

როგორც ცნობილია, "ვაკარესასეიას" ინდუსტრია დღესდღეობითაც აქტუალურია და ეს სერვისი საშუალო შემოსავლის მქონე პირისთვის თითქმის მიუწვდომელია. მაგალითად ერთ-ერთი აგენტი, მოჩიზუკი მუსიკოსია, რომელიც წლებია ამ ბიზნესშია ჩართული, მოჩიზუკის დაქირავება საშუალოდ 400 000 იენია, რაც 2 970 ევროს ტოლია. მაგრამ თუ დამქირავებელი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი ან მაღალი თანამდებობის პირია, თანხა მატულობს და შესაძლოა 20 მილიონ იენს-145 000 ევროს გაუტოლდეს. თანხის მომატების მიზეზი მარტივია, ცნობად სახესთან მუშაობა ნებისმიერი აგენტისთვის მეტად სარისკოა. სტეფანი სკოტი

ბრიტანელმა მწერალმა, სტეფანი სკოტმა იაპონურ "ვაკარესასეიას" ვრცელი რომანი მიუძღვნა, რომელიც ისოჰიტას მკვლელობაზეა დაფუძნებული. რომანი სავსეა სხვადასვხვა მაგალითებით, რაც აღნიშნულ სერვისზე მზარდ მოთხოვნას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

"რთულია ბოლომდე გაუგო იმ ხალხს, რომელიც ამ გზით ცდილობს ურთიერთობის დასრულებას"- ამბობს ბრიტანელი მწერალი სტეფანი სკოტი.

როგორც ცნობილია, „ვაკარესასეიას" ინდუსტრიაში შესაძლებელია პირადი აგენტის დაქირავებაც, რომელიც დამატებით მოუგროვებს დამქირავებელს იმ სამხილებს, რომელიც მას ურთიერთობის დასრულებაში დაეხმარება. ის რომ "ვაკარესასეიას" ბიზნესი დღემდე შემოსავლიანია, მიუთითებს იმაზე, რომ იაპონიაში ამის საჭიროება კვლავ არის. იაპონელების თქმით, თუ კანონი დაშორებისა და სოციალური ნორმების შესახებ ახლო მომავალში არ შეიცვლება „ვაკარესასეიას" საჭიროება წლების შემდეგაც იქნება.

წყარო

მოამზადა ელენე მეტრეველმა