"როგორ აღმოვაჩინე, რომ პაბლო ესკობარი მამაჩემია?" - კვირის პალიტრა

"როგორ აღმოვაჩინე, რომ პაბლო ესკობარი მამაჩემია?"

რობერტო სენდოია ესკობარი, რომელიც მალიორკაზე მეორე სახელით - ფილიპ უიტკომბით ცხოვრობს, აცხადებს, რომ მსოფლიოში ცნობილი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის შვილია.

კოლუმბიელი ნარკობარონი და კონტრაბანდისტი პაბლო ესკობარი 1949 წლის 1 დეკემბერს დაიბადა. "კოკაინის მეფედ" წოდებული ესკობარი, ყველაზე მდიდარი კრიმინალი იყო ისტორიაში და 1990-იანების დასაწყისში მისი ქონება 30 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული.

როგორც ის BBC-სთან რობერტო სენდოია ესკობარი ამბობს, ის ბავშვობაში გააშვილეს და სიმართლე თავისი წარმომავლობის შესახებ 1989 წელს გაიგო.

- როგორ გაიგეთ თუ ვინ იყო მამათქვენი?

- ეს ძალიან არაორდინალურად მოხდა. მაშინ, ჩემს ბავშვობაში, 1989 წელს ინტერნეტი არ არსებობდა. მამაჩემი, რომელმაც მიშვილა, მადრიდში მუშაობდა. ერთ დღეს დამიძახა და მითხრა, რომ საშობაოდ ერთად უნდა წავსულიყავით საყიდლებზე. სწორედ ამ დროს გამიმხილა სიმართლე იმის შესახებ, თუ ვინ იყო ჩემი ნამდვილი მამა.

მაშინ ვერ გავაცნობიერე ვინ იყო პაბლო ესკობარი, დიდი ძალისხმევა დამჭირდა. ნელ-ნელა გავიხსენე, რომ პაბლო ბავშვობაში რამდენჯერმე ნანახიც მყავდა, თუმცა მაშინ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი იმას, თუ ვინ იყო ეს კაცი.

- ბავშვობაში პაბლო ესკობარს რამდენჯერმე შეხვედრილხართ, თუმცა მაშინ არ იცოდით, რომ მამათქვენი იყო. როდის გააცნობიერეთ, რომ მამა, რომელმაც გაგზარდათ, შეიარაღებული დაპირისპირებისგან გიხსნათ, მთელი ცხოვრება თქვენს უზრუნველყოფას ცდილობდა, თქვენი ბიოლოგიური მამა არ იყო. ასევე ცნობილია, რომ ამ დაპირისპირებაში დედათქვენი მოჰყვა და გარდაიცვალა...

- ფოტო-კადრებივით მახსოვს ჩემს ბავშვობაში მომხდარი ამბავი, იარაღები, სროლა, ქალი წითელ კაბაში...

- შემდეგ შეხვდით პაბლო ესკობარს...

- მისი სურნელი მახსოვს. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ აღვიქვამდი სინამდვილეში რა ხდებოდა. ყველაზე ემოციურად ერთი მომენტი მახსენდება, იგი მომიახლოვდა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა, რომ არასოდეს დამივიწყებოდა, რომ მე ესკობარი ვარ! ეს სცენა გონებიდან არ ამომდის.

BBC-ს ჟურნალისტთან ინტერვიუში რობერტო ესკობარმა თავისი ბიოლოგიური მამის სასტიკ ბუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არ მოსწონს.

რობერტო ესკობარმა ავტობიოგრაფიული წიგნის წერა 1994 წელს დაიწო. წიგნში მოთხრობილია მისი ბიოლოგიური მამის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაფიოზის, პაბლო ესკობარის ცხოვრების დეტალები.

"ბავშვობა მომპარეს. გამიტაცეს და მამის ნაცვლად სხვა კაცმა გამზარდა, რადგან პაბლო ესკობარის ჩრდილი ყოველთვის ახდენდა ჩემს ცხოვრებაზე გავლენას". (წყარო)

იხილეთ ასევე: "შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა