შემდეგი ჰამენეია? - კვირის პალიტრა

შემდეგი ჰამენეია?

ირანის ოპოზიციის ლიდერებმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჰოსეინ მუსავიმ და პარლამენტის ექსსპიკერმა მეჰდი კარუბიმ ხელისუფლებას სთხოვეს ტუნისისა და ეგვიპტის სახალხო მოძრაობებისთვის მხარდამჭერი აქციის გამართვის ნებართვა, მაგრამ ვერ მიიღეს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი, ყოველი შემთხვევისთვის, შინაური პატიმრობა ხვდათ წილად. მიტინგზე მაინც ბევრი ხალხი შეიკრიბა. ძალოვნები მათ შეჯგუფების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ცენტრალური ქუჩები მაინც ჩაიხერგა მომიტინგეებით, ისინი ანტისამთავრობო ლოზუნგებით გამოდიოდნენ.

ოფიციალური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იძულებულნი გახდნენ საღამოს გამოშვებებში განეცხადებინათ, რომ პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, შეხლა-შემოხლაში ერთი დაიღუპა, სამი - დაშავდა.

ოპოზიციის მთავარი ლოზუნგი იყო "სიკვდილი დიქტატორს", "მუბარაქი, ბენ ალი, შემდეგი - ჰამენეია!" ტრადიციულად, ირანში შეუვალია უმაღლესი მმართველის, აიათოლას უზენაესობა, ამჟამად ირანის აიათოლა ჰამენეია. ოპოზიციის გამოსვლები პრეზიდენტ აჰმადინეჟადის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ექსპერტების აზრით, ირანის ხელისუფალთა შორისაც აზრთა სხვაობაა. ნაწილი პრეზიდენტისა და აიათოლას წინააღმდეგია. მაგრამ ირანში ბრბოზე არაფერია დამოკიდებული და იმის თქმა, რომ საპროტესტო მიტინგს კარდინალური ცვლილებები მოჰყვება, ნაადრევია.

თავისუფალი აზრის წინააღმდეგ რეპრესიები გაგრძელდება, მაგრამ არშემდგარი რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ რომ ოპოზიციამ შეძლო გაერთიანება, ბევრს ნიშნავს.

"ბი-ბი-სი", დიდი ბრიტანეთი