ბელარუსის ცესკო: "ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო"
ბელარუსის ცესკო: "ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო"
ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო, - ამის შესახებ ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ლიდია ერმოშინამ განაცხადა.

მისივე თქმით მეორე ადგილზე სვეტლანა ტიხანოვსკია, 9,9%-ით, მესამეზე ანნა კონოპაცკაია, რომელმაც ხმების 1,68% მიიღო. ამომრჩეველთა 6,02% პროცენტმა კი ხმა ყველა კანდიდატის წინაღმდეგ მისცა.

ლიდია ერმოშინას ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 84.23% შეადგინა.

შეგახსენებთ, გუშინ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბელარუსის მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?