"კარანტინის პერიოდს ნაყოფიერად გამოვიყენებ" - ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდგინდა - კვირის პალიტრა

"კარანტინის პერიოდს ნაყოფიერად გამოვიყენებ" - ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდგინდა

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს, ანტონიო ბანდერასს, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მსახიობმა განცხადება სოციალურ ქსელ "ტვიტერის" მეშვეობით გააკეთა.

მსახიობი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და 60 წლის იუბილის კარანტინის რეჟიმში გატარება უწევს.

"ამ დროისთვის მე თავს კარგად ვგრძნობ და მხოლოდ სისუსტე აღმენიშნება. კარანტინის პერიოდს ნაყოფიერად გამოვიყენებ და დროს დასვენებას, კითხვასა და წერას მოვახმარ", - წერს მსახიობი.

"ინტერპრესნიუსი"