ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ არეულობას მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ არეულობას მსხვერპლი მოჰყვა

ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ერთ-ერთი დემონსტრანტი შეეცადა სამართალდამცავების მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა , თუმცა ის ხელში აუფეთქდა,"- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები ორი დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩევლების ხმების 80.23% მიიღო. ბელარუსის პოლიციამ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"