პუტინი: "მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა რუსეთში დღეს დილით დარეგისტრირდა" - კვირის პალიტრა

პუტინი: "მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა რუსეთში დღეს დილით დარეგისტრირდა"

რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დღეს დილით დარეგისტრირდა", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთში დარეგისტრირებული ვაქცინის მასობრივი წარმოება უახლოეს მომავალში დაიწყება.

"იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ მასობრივი წარმოების დაწყებას. ამ პრეპარატის მასობრივი წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"