"ნეტა შემეძლოს მისთვის იმის თქმა, რომ ვწუხვარ, ჩემი დატოვება რომ მოუწია იმ მძიმე პერიოდის გამო. ვიცი, დედა უმიზეზოდ არ დამტოვებდა" - კვირის პალიტრა

"ნეტა შემეძლოს მისთვის იმის თქმა, რომ ვწუხვარ, ჩემი დატოვება რომ მოუწია იმ მძიმე პერიოდის გამო. ვიცი, დედა უმიზეზოდ არ დამტოვებდა"

"ყოველთვის მაინტერესებდა, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, რატომ დამტოვეს, ამ ფიქრებში გავატარე მთელი ცხოვრება"

დაკარგული, გაშვილებული და გაყიდული ბავშვების ისტორიებს ხშირად მოისმენთ, ისინი ეძებენ მშობლებს, ოჯახს და თითქოს მთელი ცხოვრება ამ ოცნების ასრულებისთვის იღწვიან. ბრიტანული გამოცემა "ბი-ბი-სი" მორიგ დაუჯერებელ ისტორიას აქვეყნებს. ტონი მეი ის ერთ-ერთი გაშვილებული ბიჭია, რომელიც თავის მშობლებს 70 წელზე მეტი ხნის განამვლობაში ეძებდა და წლების შემდეგ, ხალხის დახმარებით სანუკვარი ოცნება აისრულა.

მეორე მსოფლიო ომის დრო, შობამდე რამდენიმე დღით ადრე, 1943 წელს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის ტონი დედამ ლონდონში, მდინარე ტემზასთან დატოვა. პატარა ბიჭი პოლიციელებმა იპოვეს და სიცივისგან რომ არ გაყინულიყო, სასწრაფოდ განყოფილებაში წაიყვანეს, განყოფილება პარლამენტის შენობის გვერდით მდებარებდა. ტონი თვეების იყო, მას პირადი ინფორმაციის ამსახველი არანაირი საბუთი არ ახლდა თან, პოლიციელებმა მას ვიქტორი დაარქვეს.

"ყოველთვის მაინტერესებდა, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, რატომ დამტოვეს, ამ ფიქრებში გავატარე მთელი ცხოვრება" - ამბობს ტონი მეი.

ჯერ კიდევ თვეების უსახელო ბიჭი ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. ერთ წელში ის მოსიყვარულე ოჯახმა იშვილა, ტონის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა.

"ჩემს მშობლებს არტურსა და ივის და-ძმა არ ჰყავდათ, თუმცა ბევრი მეგობარი ჰყავდათ, რომლებსაც ბიძად და დეიდად მოვიხსენიებდი, ყველა კარგად მექცეოდა, ისინი სიყვარულით მზრდიდნენ", - იხსენებს ტონი

არაბიოლოგიურმა მშობლემა ვიქტორს სახლში მოყვანისთანავე სახელი შეუცვალეს და ტონი დაარქვეს, მასთან ერთად კი გოგონა ელეონორიც აიყვანეს შვილად. როდესაც ტონი და ელეონორი 7 წლისანები იყვნენ, მშობლებმა ბავშვებს სიმართლე გაუმხილეს და ყველაფერს მოუყვნენ. ტონი მეი ბავშვობაში

"დიდად არაფერი შეცვლილა, მახსოვს გამიკვირდა, არც ველოდი, რომ აყვანილი ვიყავი. ჩემი და ყვლას უყვებოდა, რომ გვიშვილეს და ეს უფრო მაღიზიანებდა" - ამბობს ტონი.

23 წლის ასაკში ტონიმ ცოლი შეირთო და მათ 2 შვილიც შეეძინა. მალევე მეის ორივე მშობელი გარდაიცვალა და ბიჭმა თავის ბიოლოგიურ მშობლებზე ფიქრი დაიწყო. ტონი მზად იყო გამოეძია, სად იყვნენ მისი შობლები. ძიება ლონდონის პოლიციის შენობიდან დაიწყო, სადაც პირველად მიიყვანეს ჯერ კიდევ თვეების ბიჭი.

პოლიციის შენობაში მისთვის საჭირო არაფერი აღმოჩნდა. იმ დროს, წესების თანახმად, უპატრონო, საბუთების გარეშე მყოფ ბავშვებზე სოციალური მუშაკი იყო პასუხისმგებელი. ტონიმ პოლიციის შენობაში ბევრი ძიების შემდეგ, ერთ საბუთს მიაგნო, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბიჭი, მდინარე ტემზასთან იპოვეს, თუმცა ვინ, ეს არ ეწერა. ასევე საბუთის მიხედვით, უსახელო ბიჭმა, ჩელსის საავადმყოფოში გაიარა შემოწმება, შემდეგ კი სოციალურმა მუშაკმა ის ჰერტფორდშირში გადაიყვანა. პატარა ტონი ჰერტფორდშირში არტურსას და ივის შეხვდა, იქ გაატარა ერთი წელი, სიარული ისწავლა და მოძლიერდა.

უიმედოდ დარჩენილმა ტონიმ ამ ამბის მედიაში გავრცელება დაიწყო, ის დადიოდა ტელევიზიებში, რადიოსა და ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა უშედეგოდ. 4 წლის შემდეგ, ტონი სოციალურ ქსელ "facebook"- ის ერთ-ერთ ჯგუბს შეუერთდა. ჯგუფის იდეა დაკარგული ადამიანების შეხვედრა იყო და მეიმაც გულახდილად მოყვა თავისი ამბავი, ის რაც ახსოვდა და რისი გაგებაც შეძლო ამ დროის განმავლობაში.

მეის ვრცელი და ემოციური პოსტი გენეტიკური გენეალოგისტმა, პროფესორმა ჯულია ბელმა წაიკითხა, რომელიც დეენემის დახმარებით მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ხალხის ვინაობებს ადგენდა. ჯულია აღფრთოვანდა ტონის ამბით და მასთან მუშაობა გადაწყვიტა.

"ვეძებდი რაიმე ახალს და შემთხვევით ტონის პოსტს წავაწყდი, ვიფიქრე რატომაც არა მეთქი და დავეკონტაქტე" - ამბობს ჯულია ბელი.

ჯულიამ ტონის გაცნობიდან მალევე მისი მშობლების ძიება დაიწყო, პირველად საგაზეთო არქივები მოიკითხა, სადაც მან 1942 წლის 20 დეკემბრის ბავშვის პოვნის შესახებ ინფორმაცია ნახა. ჯულიამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მონაცემებით, ტორონტოში ვინმე დებორას მიაგნო, რომელიც წესით ტონის ბიძაშვილი უნდა ყოფილიყო. დებორას გარდა მან კიდევ ერთ ბიძაშვილი ჯინი იპოვა, რომელიც შორს შოტლანდიაში ცხოვრობდა. დეტექტივი ჯულია ბელი

დეენემის დეტექტივმა, ასე მოიხსენიებდა ტონი ჯულიას, გენეალოგიური ხის შედგენა დაიწყო და ჯინსა და ტონის შორის კავშირის მოძებნას ეცადა. ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა ჯულიამ 2018 წელს წყვილს მიაგნო, რომლებიც ტონის ბებია და ბაბუა უნდა ყოფილიყვნენ. ისინი ედინბურგის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ, ჰყავდათ ვაჟი ბილი, რომელიც ასევე შოტლანდიაში ცხოვრობდა. ჯულია დაუყოვნებლივ ბილს დაუკავშირდა, მაგრამ მან შეხვედრაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს კავშირი აბსურდული იყო, თუმცა ბილის ქალიშვილი ქეთლინი შეხვედრას დათანხმდა.

"ვფიქრობდი, რომ ტონის დედა ბილის და უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ მხოლოდ ფიქრის პროცესში ვიყავი" - იხსენებს ჯულია.

ბილს ჰყავდა და მერი, რომელიც 1988 წელს გარდაიცვალა. მერის ორი შვილი ჰყავდა - ბიჭი პიტერი, რომელიც 2006 წელს დაიღუპა და გოგო შეენა, შეენა ცოცხალი იყო. ბევრი ფიქრის შემდეგ შეენა ჯულიასთან შეხვედრას დასთანხმდა.

"ჩემმა ბიძაშვილმა ქეთლინმა ჯულიას შესახებ მითხრა, ეს იყო ქალი, რომელიც ტონის მშობლებს ეძებდა. ვიფიქრე ვინც არ უნდა იყოს, ტონი იმსახურებს იცოდეს მისი მშოლები ვინ არიან-მეთქი, მაგრამ არ მეგონა, თუ რამეში დახმარებას შევძლებდი. როდესაც ჯულიამ დამინახა, მითხრა, 80%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ტონის და შენ ერთი დედა გყავდათო"- იხსენებს შეენა.

ჯულიას საუბრისა და ბევრი თხოვნის შემდეგ, შეენა დეენემის ტესტის გაკეთებაზე დასთანხმდა და მართლაც, შეენა ტონის ნახევარდა აღმოჩნდა.

"როდესაც გვიგე, რომ შეენა ჩემი ნახევარდა იყო დავიბენი, არ ვიცოდი რა უნდა მეგრძნო. ის ვიცოდი, რომ შეენა ჩემთან შეხვედრას ელოდა. ეს უკვე ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. შეხვედრას რომ ვიხსენებ, ვხვდები რომ დაუჯერებელი იყო. ვეხუტებოდი გოგოს, რომლის დედამაც მდინარის პირას დამტოვა, შეენამ ძველი ფოტოებით სავსე ალბომი მომცა, სადაც ოჯახის წევრები ვნახე, დედაც პირველად ვნახე ფოტოებზე" - ამბობს ტონი.

მერი, ტონისა და შეენას დედა 1946 წელს შეხვდა შეენას მამას, მათ იქორწინეს და ორი შვილი გაუჩნდათ. როდესაც შეენა ორი წლის იყო ისინი საცხოვრებლად ზიმბაბვეში გადავიდნენ და მას მერე დაბრუნდნენ ამერიკაში, როდესაც შეენას მამა ავტოკატასტროფაში დაშავდა, შეენას აქამდე ტონის შესახებ არაფერი ჰქონდა გაგებული, როგორც ჩანს, მერი ქორწინებამდე გათხოვილი იყო და სწორედ მაშინ გაჩნდა ტონიც.

"დედას რთული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ მოსიყვარულე ქალი იყო, ყველასთვის ყველაფერს აკეთებდა" - იხსენებს შეენა. შეენა და ტონი ოჯახურ ფოტოალბომს ათვალიერებენ

ტონისა და შეენას შეხვედრის შემდეგ, ჯულიამ ტონის ბიოლოგიური მამის მოძებნა სცადა და ნახა, რომ მერი 1942 წელს ვინმე ჯეიმს გაჰყვა ცოლად, თუმცა 1946 წელს გაშორდა. წესით იმ დროს მერი ტონიზე ორსულად უნდა ყოფილიყო. ჯულიას აქტიურმა ძებნამ კიდევ ერთი შედეგი გამოიოღო, მან ანიტა იპოვა, გოგო რომელიც ასევე ტონის ნახევარდა უნდა ყოფილიყო.

დეენემის ადვოკატი დაუკავშირდა ანიტას და გოგონამ ყველაფერი გაიხსენა. როდესაც მათ ოჯახში მერი გამოჩნდა, მაშინ ის პატარა იყო, მერიმ და ანიტას მამამ გაცნობიდან რამდენიმე კვირაში იქორწინეს, მერი ორსულად იყო, თუმცა მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ და ბავშვი ქალს წინა ქორწინებიდან ჰყავდა. ახალშობილის დაბადების შემდეგ, მერიმ ბავშვი მდინარე ტემზას ნაპირზე დატოვა და სახლში მოსულ ქმარს ეს ყველაფერი მოუყვა. კარს უკან დამალულმა ანიტამ ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოისმინა დედინაცვლისა და მამამისის საუბარი. თითქმის მთელი ოჯახის პოვნის შემდეგ ჯულიამ ძებნა კვლავ არ შეწყვიტა და ტონის მამასაც მიაგნო.

"მყავდა მამა, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობდა, სულ ცოტახნის წინ, ჩემს კიდევ ორ ნახევარ და-ძმას ვესაუბრე ინტერნეტით, ახლა უკვე დიდი ოჯახი მყავს და ეს ყველაფერი ჯულიამ აღმოაჩინა. ხანდახან ვბრაზდები, რომ დედა ამდენ ქორწინებაში იყო და არავისთვის უთქვამს რომ ვარსებობდი, ეს გულს მტკენს" - აბობს ტონი.

ახლა უკვე 74 წლის ტონი მეი ოჯახთან ერთად დარჩენილ ცხოვრებას ბედნიერად ატარებს, მისი მთელი ცხოვრების პასუხ გაუცემელი კითხვები გაქრა, სიცარიელე დებმა და ძმებმა შეუვსეს და ეს ყველაფერი დაეხმარა, რომ ახლობლების სითბო და თანადგომა კიდევ ერთხელ ეგრძნო. იმის მიუხედავად, რომ ოჯახის მოძებნას წლები მოანდომა, ტონი არცერთ დაკარგულ დღეს არ ნანობს და მერის, ქალმა, რომელმაც ტემზასთან დატოვა, ვერაფერში ადანაშაულებს, მისი აზრით, ამ ყველაფერს რაღაც მიზეზი ჰქონდა.

"ნეტა შემეძლოს მისთვის იმის თქმა, რომ ვწუხვარ, ვწუხვარ რომ ჩემი დატოვება მოუწია იმ მძიმე პერიოდის გამო. ვიცი ის უმიზეზოდ არ დამტოვებდა" - ამბობს ტონი. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)