ჩინეთში იმპორტირებულ კრევეტებში მუტირებული კორონავირუსი აღმოჩნდა? - რას წერს "როიტერსი"
ჩინეთში იმპორტირებულ კრევეტებში მუტირებული კორონავირუსი აღმოჩნდა? - რას წერს "როიტერსი"
Reuters-ი ჩი­ნურ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით მო­სა­ლოდ­ნელ სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე წერს - ჩი­ნე­თის აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ანჰუ­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში, გა­ყი­ნულ კრე­ვე­ტებ­ში მუ­ტი­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, რომ ვირუ­სი გა­ყი­ნულ პრო­დუქ­ტებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

გა­ყი­ნუ­ლი კრე­ვე­ტე­ბი ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე რეს­ტო­რან­მა ჭუჰუ - მ შე­ი­ძი­ნა. Covid-19-ის ახა­ლი სა­ხე­ო­ბა კი მათ ერთ-ერთი რუ­ტი­ნუ­ლი შე­მოწ­მე­ბის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მას შემ­დეგ, რაც ჩი­ნეთ­ში შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა, საკ­ვებ ობი­ექ­ტებს და­ე­კის­რათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი შე­ძე­ნი­ლი საკ­ვე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად შე­მოწ­მდეს.

სა­გან­გა­შო ამ­ბა­ვი აღ­მო­სავ­ლეთ შან­დონ­გის პრო­ვინ­ცი­ის სა­პორ­ტო ქა­ლაქ­ში
იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მოს­ვლი­დან ერთი დღის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ კრე­ვე­ტე­ბი ეკ­ვა­დო­რი­დან შე­მო­ი­ტა­ნეს, სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ კი­დევ ზუს­ტდე­ბა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა რაოდენობით კრევეტებს ყიდულობს საქართველო და რომელ ქვეყნებში. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში იმპორტირებული იქნება 168,8 ათასი დოლარის ღირებულების გაყინული კრევეტები, სულ 19,3 ტონა.
მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კი იყო ინდოეთი, სადაც საქართველომ 89,6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა. გაგრძელება



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები