ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება."დიქტატორო სისხლიანი ხელებით – ლუკაშენკო წადი. შენ შენი ბედი განსაზღვრე – ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს", – წერს დალია გრიბაუსკაიტე.შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა."ინტერპრესნიუსი"