"თუ იმ დღეს ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს მე უნდა ვყოფილიყავი" - პატარა გმირის ისტორია, რომელმაც და საფრთხისგან იხსნა - კვირის პალიტრა

"თუ იმ დღეს ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს მე უნდა ვყოფილიყავი" - პატარა გმირის ისტორია, რომელმაც და საფრთხისგან იხსნა

ამ ცოტა ხნის წინ, 6 წლის ბრიჯერ უოლკერზე მსოფლიო მედია ალაპარაკდა. პატარა გმირმა თავისი 3 წლის და გერმანული ნაგაზის თავდასხმისგან იხსნა და გაბრაზებულ ძაღლს თვითონ გადაუდგა წინ. ბიჭი მძიმედ დაშავდა, თუმცა პატარა და სიკვდილს გადაარჩინა. ამ ამბავმა მთელი ამერიკა, მსოფლიო და სოციალური ქსელები მოიცვა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ბრიჯერი თავის დასთან ერთად მეგობართან იყო, ისინი ეზოში თამაშობდნენ, როდესაც ძაღლი გოგონასკენ საკბენად გამოიწია, ბრიჯერი მაშინვე გამოიქცა, დას წინ დაუდგა და თავისი პატარა ხელების უკან დამალა 3 წლის გოგონა. ბრიჯერი ძაღლის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა გაბრაზებული გერმანული ნაგაზი თავს დაესხა ბიჭს და ლოყაზე უკბინა.

ყვირილზე სახლიდან ძაღლის პატრონი გამოვარდა, ძაღლი დაიჭირა და ბრიჯერი სახლში შეიყვანა, ბიჭს ჭრილობიდან სისხლი გაუჩერებლად სდიოდა, მალე სასწრაფოც მოვიდა. გონებადაკარგული ბრიჯერი სააადმყოფოში გადაიყვანეს და იმ საღამოს, ლოყაზე 90 ნაკერი დაადეს.

ბრიჯერის ბიძის ნიკოლ უოლკერის მონაყოლიდან ვიგებთ, რომ ახლა ბრიჯერი რეაბილიტაციას გადის, ჭრილობას იშუშებს და კარგად გრძნობს თავს. შემთხვევის დღეს ბრიჯერმა თქვა, რომ ყველაფერი უეცრად მოხდა და თავის თავზე არც უფიქრია.

"თუ იმ დღეს ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს მე უნდა ვყოფილიყავი" - თქვა ბრიჯერმა. ბრიჯი დასთან ერთად

ნიკოლ უოლკერმა, ბიჭის გმირული ისტორია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ხალხს არ წარმოედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა 6 წლის ბიჭს ასე უშიშრად გადაერჩინა და.

სიციალურ ქსელში ბრიჯერის მშობლები წერენ:

"ჩევნ სამუდამოდ მადლობლები ვიქნებით იმ ზრუნვისა და ყურადღებისთვის, რაც ხალხმა გამოიჩინა, ბრიჯერი ახლა კარგადაა".

მას შემდეგ, რაც დაშავებული ბიჭი საავადმყოფოში მიიყვანეს, ცხოველთა კონტროლის სამსახურმა, 1 წლის გერმანული ნაგაზის პატრონს საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნისთვის ევთანაზია მოსთხოვა. ბრიჯერის მშობლები ძაღლის სივდილის წინააღმდეგები იყვნენ, ცხოვრელთა კონტროლის სამსახური კი ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა:

"ეს ძაღლი ყველასთვის საშიშია, ახლა ჩვენ ვცდილობთ სიტუაცია გამოვასწოროთ და შემდეგი საფრთხე ავირიდოთ. გული გვწყდება საზარელი ამბის გამო და ბრიჯერს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ".

ამ პატარა ბიჭუნას ამბავმა მთელი მსოფლიო შეძრა, სოციალურ ქსელებში ბრიჯერს უცხო ადამიანები ამხნევებდნენ და თბილი ტექსტებით ბიჭის გმირობას აღწერდნენ. ასობით უცხო ადამიანი faceboook-ზე წერდა, რომ მსოფლიოს ბევრი ბრიჯერის მსგავსი ადამიანი სჭრდება და ის 6 წლის ასაკში უკვე გმირია. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)