ლუკაშენკო: "ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ ვიმყოფები" - კვირის პალიტრა

ლუკაშენკო: "ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ ვიმყოფები"

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანა არ დაუტოვებია. "დავიწყოთ იმით, რომ ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ ვიმყოფები, როგორც ამას ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს. დღეს 14 აგვისტოა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს ვმართავ,"-განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ქვეყნის მტრები მის წინააღმდეგ "მუშათა კოლექტიური საპროტესტო აქციების აგორებას ცდილობენ".

"თუ ხალხს მუშაობა სურს, აგერ არის სამუშაო ადგილები. ჩვენ ძალით ვერ მივიყვანთ ხალხს სამუშაოზე. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გავჩერდებით, წარმოებას ვერასდროს ამოვქოქავთ. ჩვენ ამ ჭაობისკენ გვიბიძგებენ. ხალხს ეს უნდა ავუხსნათ", – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით ლუკაშენკომ ხმათა 80% აიღო, რასაც ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და მას ბრალს არჩევნების გაყალბებაში სდებს.

"ინტერპრესნიუსი"