"არ გაჰყოთ ცხვირი ქუჩაში, თქვენ და ჩვენ შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ" - კვირის პალიტრა

"არ გაჰყოთ ცხვირი ქუჩაში, თქვენ და ჩვენ შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ"

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.

მან მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ქუჩაში ცხვირი არ გაჰყონ. მისივე თქმით, წესრიგი აღდგება.

"არ გაჰყოთ ცხვირი ქუჩაში, გესმოდეთ, რომ თქვენ და ჩვენ შვილებს იყენებენ, როგორც საზარბაზნე ხორცს. რა უნდა გავაკეთო ამ სიტუაციაში? გინდათ, რომ ვიჯდე და დაველოდო, ვიდრე მინსკი არ გადატრიალდება? ჩვენ აღვადგენთ წესრიგს, გავუმკლავდებით მათ",- აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ის რაც დღეს ბელარუსში ხდება უცხოელების მიერ არის მართული.

"ამ ყველაფრის დამფუძნებლები და ორგანიზატორი უცხოეთიდან ჩამოსული ხალხია. წინა რიგებში არიან კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, უფრო მეტიც, ღირსეული კრიმინალური წარსულის",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა: "დამშვიდდით და მოდით, წესრიგი აღვადგინოთ.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

"ინტერპრესნიუსი"