პუტინის გავლენიანი მთავრობა - ვინ არიან ყველაზე მდიდარი მაღალჩინოსნები რუსეთში - კვირის პალიტრა

პუტინის გავლენიანი მთავრობა - ვინ არიან ყველაზე მდიდარი მაღალჩინოსნები რუსეთში

2020 წლის იანვარში რუსეთში დმიტრი მედვედევის მთავრობა გადადგა. პრემიერის სავარძელი რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხაილ მიშუსტინმა დაიკავა, რომელიც თუ დეკლარაციებს ვენდობით, მედვედევზე გაცილებით მდიდარი აღმოჩნდა.

2020 წელს რუსეთის მთავრობა, პრემიერ მიხაილ მიშუსტინის ხელმძღვანელობით, პირველად აბარებს ანგარიშს. საინტერესოა, რომ ამჟამინდელი მთავრობა, დმიტრი მედვედევის წინა მთავრობასთან შედარებით, გაცილებით მდიდარი აღმოჩნდა. ორი ყველაზე მდიდარი წევრი, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი და ვიცე-პრემიერი დმიტრი ჩერნიშენკოა.

"ბი-ბი-სი" დაინტერესდა, თუ ვინ არიან ყველაზე მდიდარი მაღალჩინოსნები რუსეთის მთავრობაში.

მიხაილ მიშუსტინმა მთავრობაში რამდენიმე მდიდარი "ახალბედა" მოიყვანა - ვიცე-პრემიერი ჩერნიშენკო, წლიური შემოსავლით 432.3 მლნ რუბლი (დაახლოებით 6 მილიონი დოლარი) და კომუნიკაციების მინისტრი მაქსუტ შადაევი წლიური შემოსავლით 90.7 მლნ რუბლი.

საერთო ჯამში, ახალი მთავრობის ოჯახების საერთო შემოსავალმა 2 მილიარდი რუბლით გადააჭარბა წინა (მედვედევის) მთავრობას.

ვინ არის ყველაზე მდიდარი რუსეთის მთავრობაში? მანტუროვების ოჯახი

მთავრობის ყველაზე მდიდარი წევრი მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, დენის მანტუროვია. წინა წელს მანტუროვის შემოსავალი 586 მლნ რუბლი იყო. მისნიტრის მეუღლის, ნატალია მანტუროვას შემოსავალი, დეკლარაციების მიხედვით 9.1 რუბლი იყო. მეუღლის სახელზეა მიწის ნაკვეთი და ბინა.

მინისტრის საკუთრებაშია 11.4 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი, ბინა 481 კმ, ორი შენობა და ორი აგარაკი.

ჩერნიშენკოების ოჯახი

წლიური შემოსავლებით მეორე ადგილს მყარად იკავებს ვიცე-პრემიერი ჩერნიშენკო -432.2 მილიონი რუბლით. მინისტრის მეუღლემ წინა წელს 66.8 მილიონირ რუბლი გამოიმუშავა. დმიტრი ჩერნიშენკო

მანამდე ჩერნიშენკო "გაზპრომ მედიას" ხელმძღვანელობდა და ეს მისი პირველი დეკლარაციაა.

ჩერნიშენკოს საკუთრებაში ფიქსირდება 143.7 კმ ბინა, მეუღლე ფლობს საკუთარ სახლს, ორ ბინასა და ორ არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობას.

გამოცემა "პროექტის" მიხედვით პრემიერი მიშუსტინი და ჩერნიშენკო, ერთმანეთის მეზობლად, "რუბლიოვკის" ელიტურ დასახლებაში ცხოვრობენ.

ტრუტნევების ოჯახი

"მთავრობის შემძლეთა" შორის კვარცხლბეკზე ბრინჯაოს მფლობელი, ვიცე-პრემიერი და შორეულ აღმოსავლეთ ოლქში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, იური ტრუტნევია, რომელმაც 180 მილიონი რუბლი გამოიმუშავა. თავისი მეუღლის შემოსავალი კი 2.6 მილიონია.

2018 წელს ტრუტნევმა 538.4 მილიონი რუბლი გამოიმუშავა. მეუღლეების საკუთრებაში ფიქსირდება: მიწის ნაკვეთი, საკუთარი სახლი, ბინა, დამხმარე შენობები და ორი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა. მათ მფლობელობაშია 4 ლუქსის კლასის ავტომობილი, კვადროციკლი, თოვლმავალი.

ვინ არის ყველაზე მდიდარი კრემლში?

მინხები, 281 მილიონი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველაზე მდიდარი ოჯახი, მინხების წყვილი აღმოჩნდა. დეკლარაციაში მათ 267 მილიონი რუბლი უფიქსირდებათ, წინა წელს კი მხოლოდ 14 მილიონი შეადგინა.

დეკლარაციაში გაქრა ორი ბინა საერთო ფართობით 264 კვ.მ. მინხების საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი 1.7 კვ.მ ფართობით, სამი ბინა, 2 საკუთარი სახლი-325 და 130 კვ.მ.

დმიტრი პესკოვი და ტატიანა ნავკა, 250 მილიონი

მეორე ადგილზე - პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის ოჯახია, რომელიც მდიდართა შორის, მეუღლის შემოსავლების წყალობით მოხვდა. ოჯახის შემოსავალი 250 მილიონი რუბლია, აქედან 231 მილიონი მეუღლეზე მოდის. ტატიანა ნავკა

ვინ არის ყველაზე მდიდარი რუსეთის სახელმწიფო დუმაში?

დეკლარაციის მიხედვით, ერთმნიშვნელოვნად ყველაზე მდიდარი დეპუტატი გრიგორი ანიკეევია, რომელიც "ედინნაია რასიას" წევრია.

დეკლარაციაში მითითებულია 12 უძრავი ქონების ობიექტი, მოტოციკლი, შვეულმფრენი, ყველგანმავალი, რამდენიმე მოტორიანი ნავი და 2 სამედიცინო მომსახურების ავტომობილიც კი.

ყველაზე მდიდრების სიაში მეორე-მესამე ადგილს სიმანოვსკებისა და საბლინების ოჯახები იკავებენ, შესაბამისად 1.14 მილიარდითა და 803.2 მილიონი რუბლის შემოსავლებით. ალლა საბლინა, მოსკოვში, ათეულობით კომპანიაში ფლობს წილს.

მდიდრები რუსეთის ფედერაციის საბჭოში

ფედერაციის საბჭოში ყველაზე დიდი შემოსავალი - "ოკეანრიბფლოტ"-ის თანამფლობელს და კამჩატკის სენატორს, ვალერი პონამარიოვს აქვს, 2.7 მილიარდი რუბლი.

მას ტამბოვის ოლქის სენატორი ალექსანდრ ბაბაკოვი მოსდევს 512 მილიონი რუბლით და ბოლოს კარელიიდან იგორ ზუბარევი 484.5 მილიონი რუბლით.

ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე სენატორის მეუღლე, ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერის, იური ვარაბიოვის მეუღლეა 536 მილიონი რუბლით. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)