კადაფის დანაშაულს გაერო გამოიძიებს - კვირის პალიტრა

კადაფის დანაშაულს გაერო გამოიძიებს

გაეროს საბჭომ ადამიანის უფლებების დაცვის დარგში ლიბიასთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის შესაქმნელად.

კომისია გამოიძიებს ლიბიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირების დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო პირთა მიმართ იარაღის გამოყენების შემთხვევები კვალიფიცირებული უნდა იქნას, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და დამნაშავეები დაისაჯონ.

25 თებერვალს ლიბიის წარმომადგენელი გაეროში მოჰამედ შალგამი განუდგა ლიბიის ხელმძღვანელობას. დიპლომატმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მოუწოდა, ჩაერიოს ლიბიაში დაწყებულ სამოქალაქო ომში და შეაჩეროს სისხლის ღვრა.

ღეუტერს-ის ცნობით, კადაფის ვაჟმა, საიფ ალ-ისლამ კადაფიმ განაცხადა, რომ არსებობს კონფლიქტის მშვიდობიანად გადასაჭრელი გზა, თუმცა თავად მუამარ კადაფიმ ტრიპოლის ცენტრში, მოედანზე თქვა, - ჩემს მომხრეებს იარაღს დავურიგებ ქვეყნის დასაცავადო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადაფის ერთ-ერთი ვაჟი, საიფ-ალ-არაბი ოპოზიციის მხარეზე გადავიდა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი