დასავლეთი ნანობს, რომ კვერს უკრავდა "შეშლილ" კადაფის - კვირის პალიტრა

დასავლეთი ნანობს, რომ კვერს უკრავდა "შეშლილ" კადაფის

"უოლ სტრიტ ჯორნალი", აშშ

პოლკოვნიკი კადაფი იტალიაში ყიდულობდა თვითმფრინავებს, მალტაში - ცეცხლსასროლ იარაღს, გერმანიაში - კავშირგაბმულობის საშუალებებს, 2010 წელს ექსპორტმა მოსკოვიდან 1,5 მლრდ ევრო შეადგინა. ახლა კი დესპოტმა ეს ყველაფერი თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა. აშშ შეშფოთებულია - შესაძლოა, კადაფიმ გამოიყენოს ქიმიური იარაღი, რადგან მის მთავრობას არ გაუნადგურებია საბრძოლო მომწამლავ ნივთიერებათა დიდი მარაგი. აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ქიმიური იარაღის ლიკვიდაციის პროგრამა შეჩერდა ვაშინგტონ-ტრიპოლის უთანხმოების გამო ფინანსირებასა და ლოჯისტიკასთან დაკავშირებით.

"ფაინენშლ ტაიმსი", დიდი ბრიტანეთი

მუამარ კადაფის მიერ აჯანყებულების მიმართ სასტიკი ზომების მიღებამ უკან დაახევინა მათ, ვისაც ადრე მჭიდრო კავშირი ჰქონდა ლიბიასთან.

კადაფის მხარს უჭერდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი.

"ტაიმსი", დიდი ბრიტანეთი

კადაფი გეგმავს ნავთობსაბოტაჟის მოწყობას ქვეყანაში. მისი განკარგულებით ლიბიის უსაფრთხოების ძალები დაიწყებენ ნავთობსადენების აფეთქებას და გადაჭრიან ხმელთაშუა ზღვის პორტებისაკენ მიმავალ არტერიებს.

კადაფიმ ციხიდან ისლამისტი მებრძოლების გამოშვებაც ბრძანა. იმედი აქვს, რომ ისინი თავისთავად გახვევენ ქვეყანას ქაოსსა და უბედურებაში. კადაფის ერთგულ ჯარის ნაწილებს  შეუძლიათ ლიბია სამოქალაქო ომამდე მიიყვანონ.