"თავიდან ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით, ვჩხუბობდით, თუმცა შემდეგ..." - წყვილი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ ქორწინებაში მყოფის სტატუსი დაიმსახურა - კვირის პალიტრა

"თავიდან ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით, ვჩხუბობდით, თუმცა შემდეგ..." - წყვილი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ ქორწინებაში მყოფის სტატუსი დაიმსახურა

სიყვარულს რომ დრო და ასაკი არ გააჩნია, ეს ჯულიო ცეზარ მორამ და ვალდნამირა მაკლოვიამ კარგად იციან. 79-წლიანი ქორწინების შემდეგ ჯულიო და ვალდნამირა თავიანთი ძლიერი სიყვარულით, ერთად დიდ ოჯახს უძღვებიან და ასაკის მიუხედავად, ყველა ოჯახურ ტრადიციას ზედმიწევნით იცავენ.

სულ ცოტახნის წინ, მათ მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ ქორწინებაში მყოფი წყვილის ტიტული მიენიჭათ.

ყველაფერი მოუოლოდნელი შეხვედრით დაიწყო, შემდეგ 7-წლიანი მეგობრობით გაგრძელდა და ბოლოს ჩუმად გადახდილი ქორწილით დაგვირგვინდა. ჯულიო 1910 წლის 10 მარტს დაიბადა, 1915 წლის 16 ოქტომბერს ვალდნამირა მოევლინა სამყაროს. ისინი სხვადასხვა ქალაქში იზრდებოდნენ, ერთ დღეს კი ვალდნამირას ოჯახი საცხოვრებლად ეკვადორის დედაქალაქ კიტოში გადავიდა, სადაც ვალდნამირას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

სკოლის არდადეგებზე, სრულიად მოულოდნელად, ჯულიომ ლამაზი მორცხვი გოგო დაინახა, მივიდა და გაეცნო. თავიდან ყველაფერი მეგობრობით დაიწყო, 7-წლიანი მეგობრობის შემდეგ კი ჯულიო და ვალდნამირა მიხვდნენ, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაეზარდათ და 1941 წლის 7 თებერვალს იქორწინეს.

ცერემონია ჩუმად, ყველასთვის საიდუმლოდ ჩატარდა, წყვილმა ქორწილი ბებია-ბაბუისა და მეგობრების გარემოცვაში გადაიხადა, მათ ერთად ყოფნას მშობლები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ და სწორედ ამიტომ, ჯულიომ და ვალდნამირამ გრანდიოზულ ცერემონიას მოკრძალებული ნიშნობა ამჯობინეს. წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი წლების განმავლობაში პრობლემებს უმკლავდებოდნენ და დროდადრო ერთად ცხოვრებასაც სწავლობდნენ.

"თავიდან ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით, ვჩხუბობდით, თუმცა შემდეგ ყველაფერი დალაგდა" - ამბობს ჯულიო მორა.

"ჯანსაღი ურთიერთობის გასაღები, ურთიერთპატივისცემა, პატიოსანი შრომა და ოჯახური წესებია" - დღემდე ამ რწმენით ცხოვრობს წყვილი.

გადიოდა წლები და თანაცხოვრებაში პატარ-პატრა პრობლემებიც ჩნდებოდა, ჩხუბის, კამათისა და მათი ურთიერთობა საფრთხის წინაშე არასდროს დამდგარა. ახლა წყვილს 5 შვილი, 11 შვილიშვილი, 21 შვილთაშვილი და 9 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. მათი უფროსი ვაჟი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯულიო და ვალდნამირაც მთელი ცხოვრება მასწავლებლად მუშაობდნენ, ამან კიდევ უფრო დაახლოვა ისინი, მათი ქალშვილის, აურას თქმით, სახლში ბევრი ტრადიცია აქვთ, მათ შორის არის ოჯახური ვახშამი, ფილმების ყურება და ერთმანეთთან მეტი დროის გატარება.

ახლა ჯულიო 110 წლის არის, ვალდნამირა კი ოქტომბერში 105 წლის გახდება, ისინი ყველაზე ხანგრძლივი ცოლ-ქმრის ტიტულის მფლობელები არიან.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)