"ჩემი დაბადებიდან ძალიან მალე, მეზობლებმა დედას უთხრეს, რომ თავიდან მოვეშორებინე, რადგან..." - კვირის პალიტრა

"ჩემი დაბადებიდან ძალიან მალე, მეზობლებმა დედას უთხრეს, რომ თავიდან მოვეშორებინე, რადგან..."

კული კოჰლი ის იღბლიანი ადამიანია, რომელიც ბედმა არ გაწირა. 1970 წელს ინდოეთის ჩრდილოეთით შტატ ურატ-პრედაშში პატარა გოგონა დაიბადა, გოგონას კული დაარქვეს. მალევე ექიმები მიხვდნენ, რომ გოგონა სხვა ბავშვებისგან გამორჩეული იყო და მიზეზის ძიება დაიწყეს. "ბი-ბი-სი"-მ გოგონაზე ვრცელი სტატია მოამზადა.

ბევრი კვლევის შემდეგ, ექიმებმა გოგონას დაავადება დაადგინეს და დიაგნოზი, ცერებრული დამბლის მსუბუქი ფორმა დაუსვეს. კულის დედა მაშინ 15 წლის იყო, მისთვის ეს ყველაფერი პირველი იყო და იცოდა კულის დაავადების გამო, მას და მის ოჯახს წინ ბევრი წინააღმდეგობა დახვდებოდათ. როდესაც მეზობლებმა და ახლობლებმა ჯერ სქესის და შემდეგ გოგონას დაავადების შესახებ გაიგეს, ნეგატიურად, იმედგაცრუებით მიულოცეს შვილის დაბადება.

ინდოეთი წლების განმავლობაში სელექციურ აბორტს ებრძოდა, მაშინ ეს პრობლემა მთელს ქვეყანაში აქტუალური იყო და დღემდე ოჯახების გარკვეული ნაწილი პირველ შვილს ბიჭს ნატრულობს. ამ იმედით ინდოეთში არაერთ ნაყოფს იშორებენ. კულის შემთხვევაშიც ასე იყო, ოჯახი, ახლობლები და ნათესავები ბიჭს ელოდნენ, თუმცა გაჩნდა გოგო. მხოლოდ სქესი არ ყოფილა პრობლემა, სოფელში კული თავისი დაავადების გამოც არ უყვარდათ.

"ხალხი ფიქრობდა, რომ ჩემი განსხვავებულობის გამო საშიში ვიყავი. ჩემი დაბადებიდან ძალიან მალე, მეზობლებმა დედას უთხრეს, რომ თავიდან მოვეშორებინე, მდინარეში გადავეგდე და დაეხრჩვე, რადგან არავის მოუნდებოდა ცოლად მოეყვანა ისეთი გოგო, როგორიც მე ვარ. არავინ იცოდა რა მჭირდა, იმ დროს ჩემს სოფელში ეს დაავადება უცნობი იყო, მეზობლები ჩემი ოჯახის წევრებს ამცირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს დაავადება მათი წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვების გამო მქონდა. მახსოვს პატარა რომ ვიყავი, ბიძაჩემმა მითხრა, შენი ტანი დაჯღანულ თოჯინას ჰგავსო" - ამბობს კული.

1970 წელს აზიიდან დიდ ბრიტანეთში მიგრანტთა დიდი ჯგუფი ჩავიდა, კული და მისი ოჯახიც მათ შეუერთდა და იმ წელს კულის ოჯახმა საბოლოოდ დატოვა ინდოეთი. ბრიტანეთი ბევრად ჯობდა ინდოეთს, თუმცა კულის სწამდა, რომ ეს დაავადება მისი სასჯელი იყო და ამას ადამიანებიც ასე აღიქვამდნენ.

"აქაც კი ზოგიერთი აზიელი ზიზღით მიყურებს, ბრიტანეთში ხალხი მსგავსი დაავადებებით იტანჯება, ისინი იბრძვიან, რომ იყვნენ ქმედითუნარიანები, შეეძლოთ გარეთ გასვლა, ავტომობილის ტარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა, უნივერსიტეტში სიარული, ურთიერობა, ქორწინება და შვილების ყოლა. ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ჰობი, ინტერესი და სამსახური"- ამბობს კული.

დიდ ბრიტანეთში ჩასვლიდან რადმენიმე წელში, კული სპეციალურ სკოლაში შიყვანეს, გარემო მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე იყო მორგებული, თუმცა კული იქ თავს მარტოსულად გრძნობდა.

"მეზიზღებოდა სკოლა, ხალხი მაშტერდებოდა და ეს არაკომფორტულად მაგრძნობინებდა თავს. ხშირად ბავშვები მეკითხებოდნენ, ასე რატომ დადიხარ და ასე რატომ საუბრობო" - იხსენებს კული.

სკოლის დამთავრების შემდეგ, კულიმ გამოსავალი იპოვა და თავისი განცდებისა და გრძნობების ფურცელზე გადატანა დაიწყო, კული სპეციალურ სკოლაში, ჰალის სასწავლებელში შეიყვანეს, გოგონამ იქ საბოლოოდ ჰობი აღმოაჩინა, ის ლექსებს წერდა. 16 წლის ასაკში კული სკოლის გამოცდაში ჩაიჭრა, ამან გოგოს სწავლაზე გული აუცრუა და გადაწყვიტა უნივერსიტეტში აღარ ჩაებარებინა. სკოლის დამთავრებიდან მალევე, კულის მშობლებმა მისი გათხოვება გადაწყვიტეს.

"მახსოვს უცხო ოჯახები მოდიოდნენ და მათვალიერებდნენ, რამდენად შევეფერებოდი მათ ვაჟს. დედა ტრადიციულ სამოს მაცმევდა და მისაღებ ოთახში დივანზე მსვამდა. როდესაც უცხო ადამიანები მოდიოდნენ, მაგიდასთან სხდებოდნენ და ლაპარაკში დედა მათ ჩემი დაავადების შესახებაც ეუბნებოდა, ყველა ამბობდა, რომ მათი შვილისთვის შეუფერებელი ვიყავი, ბოლოს იმედგაცრუებულები მიდიოდნენ", - იხსენებს კული.

არავინ იცოდა იმ ლამაზი ტანსაცმლისა და დამცირების უკან რამხელა განცდები იმალებოდა, კული წერდა ლექსებს და თავის დარდს ამით იქარვებდა. დასაწყისში გოგონამ ლექსებზე არავის უამბო, ის წერდა ცხოვრებაზე, წერდა იმაზე თუ რას ნიშნავდა ცერებრული დამბლით ცხოვრება და ერთ დღეს, კული ბიჭს შეხვდა, თითქოს არავისგან გამორჩეულს, თუმცა მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. კული კოჰილი თავისი ქორწილის დღეს

"პირველად არ მომეწონა, ვფიქრობდი რომ ჩემგან განსხვავეული იყო, მოგვიანებით უკეთ გავიცანი, შემიყვარდა და მასაც შევუყვარდი. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს როგორი ვარ, ეს თემა არასდროს ყოფილა პრობლემის მიზეზი" - იხსენებს კული.

30 წლის ასაკში კულიმ მუშაობა დაიწყო, 40 წლისას მას და მის მეუღლეს უკვე 3 შვილი ჰყავდათ და კული პარალელურად ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში სრულ განაკვეთზე მუშაობდა.

"ველოდი რომ იდეალური დედა და მეუღლე ვიქნებოდი, ვიმუშავებდი სრულ განაკვეთზე, საჭმელს მოვამზადებდი და მაღაზიაშიც ვივლიდი. რთული აღმოჩნდა, მე სხვანაირი დედა ვარ, ვერ ვაკეთებ ბევრ რამეს, დაავადება ამის საშუალებას არ მაძლევს" - ამბობს კული.

უკვე ყველაფერი რუტინულად მიდიოდა და უეცრად კულის ცხოვრებაში კიდევ ერთი ნათელი წერტილი, საიმონ ფლეტჩერი გამოჩნდა. საიმონმა გოგონას ლექსები წაიკითხა და მას მენტორობა შესთავაზა, ის კულის ლექსებს პატარა პრესაში გამოაქვეყნებდა, კული კი ცნობილი გახდებოდა და სხვა ქალებს ამ დაავადების შემსუბუქებაში დაეხმარებოდა.

მართლაც ამ იდეამ გაამართლა, კულიმ ლექსების გამოქვეყნება დაიწყო და ბევრ ქალს დამალული გრძნობებისა და ტკივლის გადატანაში დაეხმარა, გოგონამ მიზნად დაისახა კიდევ უკეთ დახმაებოდა მსგავსი პრობლემების მქონე ქალებს და მათთვის ფურცელზე განცდების გადმოტანა ესწავლებინა. კული კოჰილი ოჯახთან ერთად

2017 წელს კულიმ პირველი წარმოდგენა დადგა, რომელსაც "მე მქვს ოცნება" ერქვა. სცენაზე ასვლა და თავისი ლექსების სხვისთვის გაზიარება კულისა და სხვა ქალებს თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაეხმარათ: "ვიდექი და 40 კაცის წინაშე, ხმამალა ვკითხულობდი ლექსებს, ყველაფერზე ვისაუბრე და ვფიქრობ კარგად გამომივიდა".

ახლა კული 49 წლისაა, კვლავ ეხმარება ქალებს და ჩეულ ცხოვრებას აგრძელბს, ზრდის შვილებს, დადის სამსახურში და დიდი ბრიტანეთის რიტმს ნელ-ნელა მისდევს.

"ბოლოს შემიძლია ვთქვა, ხშირად ადამიანებს არ გააჩნიათ გამხნევების უნარი, იმის გააზრება, რომ მე რაღაც არ შემიძლია, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, ამ ყველაფრის შეცვლას დრო სჭირდება" - კული კოჰლი.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)