ცნობილი ირანელი მოჭიდავე, რომელიც ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდა, სიკვდილით დასაჯეს - კვირის პალიტრა

ცნობილი ირანელი მოჭიდავე, რომელიც ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდა, სიკვდილით დასაჯეს

ცნობილი ირანელი მოჭიდავე ნავიდ აფკარი, რომელიც 2018 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, სიკვდილით დასაჯეს, -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფკარის განაჩენი სისრულეში დღეს დილით მოიყვანეს.

შეგახსენებთ, მოჭიდავეს სასამართლომ სიკვდილით დასჯა 2018 წლის საპროტესტო აქციების დროს დაცვის სამსახურის წევრის მკვლელობის გამო მიუსაჯა. იმავე საქმეზე განაჩენი მის ორ ძმასაც გამოუცხადეს, ვაჰიდ და ჰაბიბ აფკარებს 54 და 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერებს მიმართა, 27 წლის სპორტსმენი სიკვდილით არ დაესაჯათ. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ნავიდ აფკარის ერთადერთი ქმედება ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეობა იყო.

"ინტერპრესნიუსი"