"ჯერჯერობით თითქმის არაფერი შემიძლია, მაგრამ გუშინ მთელი დღე დამოუკიდებლად ვსუნთქავდი" - კვირის პალიტრა

"ჯერჯერობით თითქმის არაფერი შემიძლია, მაგრამ გუშინ მთელი დღე დამოუკიდებლად ვსუნთქავდი"

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი “ინსტაგრამის” პირად გვერდზე საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს და პირველ კომენტარს აქვეყნებს.

"გამარჯობა, მე ვარ, ნავალნი. მენატრებით. ჯერჯერობით თითქმის არაფერი შემიძლია, მაგრამ გუშინ მთელი დღე დამოუკიდებლად ვსუნთქავდი. არანაირი დახმარება არ დამჭირვებია, ძალიან მომეწონა,“- წერს ნავალნი.

ცნობისთვის, ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოიყვანეს. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

იხილეთ ასევე: საოჯახო ბიზნესიდან პოლიტიკაში - პუტინის მთავარი ოპოზიციონერის ბობოქარი ცხოვრება

"ინტერპრესნიუსი"