პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების აღმოჩენა - მოლეკულა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ანე­იტ­რა­ლებს კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ შტამს ? - კვირის პალიტრა

პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების აღმოჩენა - მოლეკულა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ანე­იტ­რა­ლებს კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ შტამს ?

აშშ-ში, პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც მთლიანად ანეიტრალებს კორონავირუსის ახალ შტამს.

პიტსბურგის მედიცინის სკოლის მკვლევართა მიგნებაზე საუბარია ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმე შეეხება შენაერთს, რომელიც სრული ზომის ანტისხეულებზე 10-ჯერ უფრო მცირე ზომისაა და მას COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ Ab8-ის შესაქნელად იყენებენ.

მეცნიერების განმარტებით, აღნიშნული პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა COVID-19-ის წინააღმდეგ როგორც თერაპიული, ასევე პროფილაქტიკური დანიშნულებით თაგვებსა და ზაზუნებში. ცდა ჯერ მხოლოდ ცხოველებზე ჩატარდა, თუმცა მეცნიერთა თქმით, პრეპარატს აქვს პოტენციალი, რომ ადამიანები დაიცვას კორონავირუსით ინფიცირებისგან და ასევე განკურნოს უკვე დაინფიცირებულებიც.

“Ab8-ს არა მხოლოდ COVID-19-ის თერაპიის პოტენციალი აქვს, არამედ შესაძლებელია მისი გამოყენება იმ მიზნით, რომ ადამიანები არ დაავადნენ კორონავირუსით“, - ამბობს კვლევის თანაავტორი ჯონ მელორსი.

უფრო მეტი დეტალი პრეპარატისა და ბიომოლეკულის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მეცნიერები იმედიანად არიან განწყობილნი. გაგრძელება