"ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს"
"ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს"
ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელიმ ევროპარლამენტის სხდომაზე დღეს განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

"ჩვენთვის ბელარუსში არსებული სიტუაცია ნათელია. ჩვენ 9 აგვისტოს არჩევნებს გაყალბებულად მივიჩნევთ და ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ,“- აღნიშნა ჟოზეფ ბორელიმ.

მისივე თქმით, ბელარუსში დაკავებულია 7 500-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი და ასევე არსებობს წამების 500-მდე დოკუმენტურად
დადასტურებული ფაქტი. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბლოკის წევრ სახელმწიფოებს ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ინიცირებული სანქციების ერთხმად მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები