"სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს"
"სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს"
სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლები ლოკალურ დონეზე, მხოლოდ იმ ტერიტორიაზე უნდა დაიხუროს, სადაც კორონავირუსის გავრცელება ინტენსიურად ხდება. იმ სკოლებში კი, რომლებიც იხსნება, უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტი უნდა იყოს.

"მილიონობით ბავშვი სკოლის გარეშეა დარჩენილი. ყველას გვსურს მათი სკოლაში დაბრუნება და ასევე გვსურს, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ სკოლები უსაფრთხოა," - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, UNICEF-ის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 51 ქვეყანაში 872 მილიონამდე ბავშვი კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულ სკოლებში ჯერ არ დაბრუნებულა, აქედან 463 მილიონ ბავშვს ხელი არც დისტანციური სწავლის რომელიმე ფორმაზე მიუწვდება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები