"ვლადიმერ პუტინს რამდენიმე ახალი ტიპის იარაღი ვთხოვე" - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინს რამდენიმე ახალი ტიპის იარაღი ვთხოვე"

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მან რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, ბელარუსის იარაღით მომარაგება სთხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი“ ბელარუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტს რამდენიმე ახალი ტიპის იარაღი ვთხოვე,“- განაცხადა ლუკაშენკომ, თუმცა, არ დააკონკრეტა, რა ტიპის იარაღზე საუბრობდა.

„ჩვენ შეგვიძლია სიტუაცია არა მხოლოდ ბელარუსში, არამედ მის საზღვრებს გასწვრივაც ვაკონტროლოთ,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა ორშაბათს სოჭში გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ბელარუსს სესხის სახით 1.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს.

"ინტერპრესნიუსი"