"პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა, ვიდრე ვაქცინა" - კვირის პალიტრა

"პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა, ვიდრე ვაქცინა"

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ პირბადემ შესაძლოა, კოვიდ 19-სგან ვაქცინაზე უკეთ დაგვიცვას.

"მინდა ვთქვა, რომ პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას მაძლევს, ვიდრე ვაქცინაცია, რადგან იმუნოგენურობა შეიძლება 70% იყოს და თუ არ მექნება იმუნური პასუხი, ვაქცინა ვერ დამიცავს, პირბადე -კი," - აღნიშნა რობერტ რედფილდმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და პირბადეები გამოიყენონ.

რობერტ რედფილდის კომენტარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. "ვფიქრობ, მან შეცდომა დაუშვა, როცა ეს თქვა. ეს უბრალოდ არასწორი ინფორმაციია,"- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"