ჟირინოვსკი რუსეთის ხელისუფლებას: "ჩვენ ლენინის გვამი არ გვჭირდება, გთხოვთ, ნუ გავყიდით, მოდით კრემატორიუმში დავწვათ"
19-09-2020
ჟირინოვსკი რუსეთის ხელისუფლებას: "ჩვენ ლენინის გვამი არ გვჭირდება, გთხოვთ, ნუ გავყიდით, მოდით კრემატორიუმში დავწვათ"
რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას ვლადიმერ ლენინის ცხედრის კრემაცია შესთავაზა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ჩვენ ეს გვამი არ გვჭირდება. გთხოვთ, ნუ გავყიდით, მოდით კრემატორიუმში დავწვათ ცხედარი და სიმბირსკში მისი მამის საფლავთან ან პეტერბურგში, დედის საფლავის გვერდით დავკრძალოთ", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხატვარმა დევიდ დათუნამ ლენინის ცხედრის შესყიდვისა და აშშ-ში გადატანის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, ამერიკა კომუნიზმისა და სოციალისტური
იდეებისკენ მიემართება და ახლა მავზოლეუმის ატრიბუტები და ლენინი აშშ-ს უფრო სჭირდება, ვიდრე რუსეთს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები