ათონის მთაზე მდებარე წმინდა პავლეს მონასტერში კორონავირუსის რვა შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ekathimerini ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული სასულიერო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის თითო-თითო შემთხვევა დადასტურდა ათონის მთაზე მდებარე კიდევ ორ მონასტერში.საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნულმა ორგანიზაციამ ათონის მთაზე ჯგუფი გააგზავნა."ინტერპრესნიუსი"