ათონის მთაზე კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა
ათონის მთაზე მდებარე წმინდა პავლეს მონასტერში კორონავირუსის რვა შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ekathimerini ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული სასულიერო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის თითო-თითო შემთხვევა დადასტურდა ათონის მთაზე მდებარე კიდევ ორ მონასტერში.
საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნულმა ორგანიზაციამ ათონის მთაზე ჯგუფი გააგზავნა.
"ინტერპრესნიუსი"