ათონის მთაზე კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა - კვირის პალიტრა

ათონის მთაზე კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა

ათონის მთაზე მდებარე წმინდა პავლეს მონასტერში კორონავირუსის რვა შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ekathimerini ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული სასულიერო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის თითო-თითო შემთხვევა დადასტურდა ათონის მთაზე მდებარე კიდევ ორ მონასტერში.

საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნულმა ორგანიზაციამ ათონის მთაზე ჯგუფი გააგზავნა.

"ინტერპრესნიუსი"