კორონავირუსის პანდემიამ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახსაც "დაარტყა"? - რომელი მონარქი ფლობს ყველაზე დიდ ქონებას მსოფლიოში
კორონავირუსის პანდემიამ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახსაც "დაარტყა"? - რომელი მონარქი ფლობს ყველაზე დიდ ქონებას მსოფლიოში
ფოტო:ელისაბედ II, ალბერტ II, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი
კორონავირუსის პანდემიამ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახსაც "დაარტყა"? - რომელი მონარქი ფლობს ყველაზე დიდ ქონებას მსოფლიოში

მსოფლიოში არსებულმა პანდემიურმა ვითარებამ, არა მხოლოდ მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ბიუჯეტსაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა.

როგორც ამბობენ, დედოფალს სავარაუდოდ, მოკრძალებულად ცხოვრება მოუწევს, თუმცა ქამრების შემოჭერა უფრო დედოფლის ქვეშევრდომებს მოუწევთ, ვიდრე თავად ელისაბედ მეორეს.

როგორც ცნობილია, ელისაბედ II დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილ გრანტზე ცხოვრობს. გასულ წელს მან 80 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. თუმცა ცნობილია
ისიც, რომ ერთი წლით ადრე, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა სახელმწიფო ბიუჯეტში 330 მლნ გირვანქა სტერლინგი შეიტანა და ამით ბრიტანეთი უფრო მოგებულიც კი დარჩა.

ახლა ყველაფერი პანდემიის გამო თავდაყირა დადგა. როგორც ცნობილია, სამეფო ოჯახის საკუთრება Crown Estate - რომელიც უძრავი ქონებისა და მიწების ერთიანობაა, მისი ღირებულება
კი 13 მლნ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, მონარქის საკუთრებაა, თუმცა Crown Estate მისი ხელქვეითების ინტერესებით იმართება - გასულ წელს მან რეკორდული მოგება - 345 მლნ გირვანქა სტერლინგი დააგროვა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მოგების გაყოფას სამეფო ოჯახი სახელმწიფოსთან ჯერ არ ჩქარობს.

საქმე იმაშია, რომ შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს Crown Estate ლონდონის ცენტრში გაქირავებული მიწებისა თუ შენობებიდან იღებს. მათ შორისაა აღლუმებისთვის მოსაწყობი ადგილები და ქუჩები, მაღაზიები თუ სავაჭრო ცენტრები.

მსოფლიოში არსებული ვითარების გამო, პარალიზებული იყო მაღაზიები თუ ოფისები, შედეგად, დამქირავებლებმა დიდი ზარალი ნახეს და ქირის გადახდისას ტერიტორიის მფლობელთან ფასდაკლების ან რაღაც სხვა შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. Financial Times-ის ცნობით, სამი თვის განმავლობაში, მარტის ბოლოდან ივლისის ჩათვლით, Crown Estate-მა არენდის თანხის მხოლოდ ორი მესამედის მიღება მოახერხა. ლონდომის ცენტრში, მაღაზიებმა ქირის ფულის მხოლოდ ნახევარი გადაიხადეს.

თუ შავი დღისთვის შემონახული ფული სამეფო ოჯახის დანახარჯებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, როგორც ცნობილია, თავად ელისაბედ II-ის საკუთრებაში რამდენიმე უძრავი ქონებაა, მათ შორის: ბალმორალის ციხესიმაგრე შოტლანდიაში, სანდრინგენის სასახლე და ლანკასტერის საჰერცოგო, რომლებსაც წლიური მოგება დედოფლისთვის 20 მლნ გირვანქა სტერლინგი მოაქვთ. დაახლოებით ამდენივეა უელსის პრინც ჩარლზის შემოსავალი კორნუელის საჰერცოგოდან.

ალბათ საინტერესოა, მსოფლიოს მონარქებს შორის, ვინ ფლობს ყველაზე დიდ ქონებას.

2020 წლის მონაცემებით, მონარქებს შორის, კაპიტალით პირველ ადგილს მაროკოს მეფე მუჰამედ VI იკავებს. მისი ქონება 2.1 $ მილიარდია. ის სამეფო ტახტზე 1999 წლის ივლისში, მამის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. როგორც ცნობილია 1 მლნ დოლარს წლის განმავლობაში მეფე მსახურების შენახვისთვის ხარჯავს.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მონარქებს შორის, მეორე ადგილს მონაკოს პრინცი ალბერტ II იკავებს, რომლის ქონებაც 2020 წლის მონაცემებით 1 მილიარდი დოლარია. მესამე ადგილს იორდანიის მეფე აბდულა II 759 მილიონი დოლარით იკავებს.

მდიდარ მონარქებს შორის დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II მხოლოდ მეოთხე ადგილზეა. მისი ქონება ოფიციალურად 600 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა მის მფლობელობაშია რამდენიმე უძრავი ქონება, რომელთა ღირებულებაც არა ერთი მილიარდი დოლარია.

500 მილიონი დოლარით, მეხუთე ადგილს მონარქებს შორის, საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი იკავებს.

თუ მსოფლიოს სამეფო ოჯახთა ქონებას გადავხედავთ, როგორც ტაბლოიდები წერენ, პირველ ადგილს ტაილანდის სამეფო ოჯახი იკავებს, რომელთა საერთო ქონება 30 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ევროპას, აქ ყველაზე მდიდარი სამეფო ოჯახი ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის, ანრის ოჯახია. მათი ოჯახის საერთო ქონება Business Insider-ის ცნობით 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილს ლიხტენშტეინის სამეფო ოჯახი და მონარქი პრინცი ჰანს-ადამ II იკავებს. მათი ქონება 3.5 მლიარდ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილს მონაკოს პრინცის ოჯახი იკავებს, მათი ქონება 1 მილიარდი დოლარია, მეოთხე ადგილზე კი ელისაბედ II-ია.


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?