"სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი", თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში" - რას პასუხობს ნავალნი პუტინს? - კვირის პალიტრა

"სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი", თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში" - რას პასუხობს ნავალნი პუტინს?

სამზარეულოში თავად მოვამზადე "ნოვიჩოკი" და თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალქესეი ნავალნი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" წერს, რითაც ის ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსეი ნავალნიმ შესაძლოა, მომწამვლელი ნივთიერება თავადვე მიიღო.

"კარგი ვერსიაა. ვთვლი, რომ ყურადღებით შესწავლას იმსახურებს. სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი". თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე ბოთლიდან. ჩავვარდი კომაში. მანამდე მოველაპარაკე მეუღლეს, მეგობრებს და კოლეგებს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა, რომ მე სამკურნალოდ გერმანიაში გადავეყვანე, მათ ეს არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ. ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და ომსკის მორგში მოხვედრა, სადაც სიკვდილის მიზეზად დაადგენდნენ "იცხოვრა საკმარისი" - აი ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. მაგრამ პუტინმა მომიგო, მას ასე ადვილად ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე სულელს, კომაში ყოფნა 18 დღე მომიწია, მაგრამ ჩემსას ვერ მივაღწიე, პროვოკაცია არ გამომივიდა," - წერს ნავალნი ინსტაგრამზე.

"ინტერპრესნიუსი"