გაუჩინარებამდე ახალგაზრდა მსახიობი 3 თვის ორსული იყო... - ბურუსით მოცული ისტორია, რომელიც დღემდე გაუხსნელია
25-09-2020
გაუჩინარებამდე ახალგაზრდა მსახიობი 3 თვის ორსული იყო... - ბურუსით მოცული ისტორია, რომელიც დღემდე გაუხსნელია
ფოტო:ჟან სპანგლერი
1949 წლის 7 ოქტომერს ჟან სპანგლერი თავის ქალიშვილს დაემშვიდობა, სახლიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ეს ბოლო მოგონებაა ქრისტინეს მახსოვრობაში, გოგონას დედა მას შემდეგ ცოცხალი აღარ უნახავს. ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე უცნაური ამბავი დღემდე პასუხგაუცემელი რჩება.

ჟან ელიზაბეტ სპანგლერი 1923 წლის 2 სექტემბერს სიეტლში დაიბადა, ჟანი მოცეკვავე, მოდელი და ამერიკის მასშტაბით, ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი იყო. როდესაც ჟანმა ფრანკლინის უმაღლესი სკოლა დაამთავრა, ლოს-ანჯელესში სამოდელო და სამსახიობო კარიერაზე დაიწყო ფიქრი და სწორედ ამ განხრით
განაგრძო განათლების მიღება. 1941 წლიდან ჟანი ჰოლივუდის ფილმებში გამოჩნდა და საზოგადოებამ ულამაზესი ქალი მალევე შენიშნა.

როდესაც ჟანი 19 წლის გახდა, სრულიად მოულოდნელად ოჯახის შექმნა გადაწყვიტა და მასზე 2 წლით უფროსს, დექსტერ ბენერს გაჰყვა ცოლად. მათი ქორწინება სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა და ქალმა ყველასთვის მოულოდნელად, სასწრაფოდ
განქორწინება მოითხოვა. ჟანი დექსტერს მენატალურ აშლილობაში სდებდა ბრალს. მალევე წყვილს ქალიშვილი ქრისტინე შეეძინათ და განქორწინების პროცესი ბავშვის გამო დროებით გადაიდო. საბოლოოდ, 1946 წელს, ჟანმა დექსტერისგან თავის დაღწევა მოახერხა და ახალი ცხოვრების დასაწყებად მარტო გადავიდა საცხოვრებლად.

დექსტერი ჟანისა და მისი ქალიშვილის განშორებას ვერ ეგუებოდა ამიტომ, ყოფილ ცოლს შვილზე მეურვეობის მისაღებად სასამართლოში უჩივლა, თუმცა პროცესი ჟანმა მოიგო და გოგონამ დედასთან ცხოვრება განაგრძო. ამ მძიმე პერიოდის შემდეგ, ახალგაზრდა მსახიობი საცხოვრებლად პარკ ლა ბრეასთან ახლოს, ლოს-ანჯელესში, 2 საძინებლიან აპარტამენტში დედასთან და ძმის ოჯახთან ერთად გადავიდა.

დექსტერ ბენერი

მოგებული სასამართლო და სტაბილურ შემოსავლიანი სახმსახური სიმშვიდეს უნარჩუნებდა მსახიობს, ყველაფერი რუტინულად მიდიოდა და თითქოს არც არაფერი უნდა შეცვლილიყო, თუმცა 7 ოქტომბერს ჟანმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, 26 წლის მსახიობი სახლიდან წავიდა.

7 ოქტომბერს 5 საათისთვის ჟანმა თავის ძმის ცოლს, სოფის უთხრა, რომ გარეთ გადიოდა, მაშინ ჟანის დედა ქალაქიდან იყო გასული, ამიტომ სოფის ჟანის წასვლის შემდეგ, ქრისტინეს დატოვება მოუწევდა, გოგონას უარი არ უთქვამს. ჟანმა გასვლის წინ დაიბარა, რომ ის დექსტერს ხვდებოდა, რადგან მას და მის ყოფილ მეუღლეს ბავშვისთვის გადასახადების გადახდის საკითხი უნდა მოეგვარებინათ. ჟანი ყოფილი მეუღლისგან ალიმენტს ელოდა. შეხვედრის შემდეგ, გოგონა მთელი ღამე გადაღებაზე იქნებოდა და დილით დაბრუნდებოდა სახლში.

6 საათისთვის მაღააზიის გამყიდველმა ჟანი ქუჩაში შენიშნა, მისი თქმით, ის ვიღაცას ელოდა. 7 საათისთვის ჟანმა სახლში დარეკა და სოფის უთახრა, რომ გადაღაბაზე უნდა გაქცეულიყო და მეორე დღის შუადღემდე სახლში ვერ დაბრუნდებოდა. ეს ბოლო ზარი იყო, მას შემდეგ სოფის ჟანისგან არაფერი სმენია.

ღამის 2-ის ნახევარზე, გამოძიებისთვის უცხო მოწმემ, ჟანი ერთ-ერთ რესტორანში შენიშნა, ის ფერადკანიან მამაკაცს ესაუბრებოდა და მოწმის თქმით, მამაკაცი და ჟანი რაღაც თემაზე კამათობდნენ. მათ რესტორანი 3-ის ნახევარზე დატოვეს.
8 ოქტომბერს დილით, ადრე ბენზინგასამართ სადგურზე კაბრიოლეტში ჟანი და უცხო მამაკაცი შენიშნეს, ისინი ყვიროდნენ და სადღაც, მაღალი სიჩქარით მიდიოდნენ.

როდესაც მეორე დღის ბოლომდე ჟანი არ გამოჩნდა, სოფი ლოს-ანჯელესის ვილშირის პოლიციაში მივიდა და გოგონას დაკარგვის შესახებ განაცხადა. პოლიციამ ჟანის ასაკიდან და პროფესიიდან გამომდინარე მისი გაუჩინარება სერიოზულად არ მიიღო და მხოლოდ დაკარგულის სტატუსი მიანიჭა ქალს, მათ ჟანის ძებნა არ დაუწყიათ.

მალევე პოლიცია სერიოზულად დაინტერესდა მსახიობის დაკარგვით, ჟანი არ ჩანდა და ახლა საქმემ სერიოზული სახე მიიღო, გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში, გრიფინის პარკში პოლიციამ ჟანის ჩანთა იპოვა, რომელშიც მისი პირადობის მოწმობა და ხელწერილი იდო, წერილში ეწერა:

"კირსკ მეტი აღარ შემიძლია, წადი და ნახე ქეიმი სკოტი, ის საუკეთესოდ იმუშავებს, მანამ სანამ დედა ქალაქგარეთაა"



ჩანთა ექსპერტიზაზე წაიღეს, თუმცა შიგნით სხვა ღირებული ვერაფერი ნახეს, სოფიმ პოლიციას დაუდასტურა, რომ ჟანს ფული არ ჰქონდა და ნაკლები შანსი იყო, რომ გოგონა გაექურდათ. როდესაც პარკში ჟანის ჩანთა და საეჭვო წერილი იპოვეს, პოლიციამ გამოძიება კიდევ უფრო გაამკაცრა. მალევე პოლიციის 60 ოფიცერი გრიფინის პარკში განაწილდა და ჟანის ძებნაც დაიწყო, მათ აუცილებლად უნდა ეპოვათ ქალი ცოცხალი ან გარდაცვლილი.

გამოძიება წინ ვერ მიდიოდა, პარკში ხელჩასაჭიდი არაფერი იყო. სოფიმ პოლიციას დეტალური ჩვენება მისცა, ჩვენების მიხედვით, ჟანი იმ ღამეს გადაღებაზე უნდა ყოფილიყო, ამიტომ პოლიციამ გადასაღებ მოედანზე მყოფი ყველა პირი დაკითხა. როგორც აღმოჩნდა, იმ ღამეს ჟანი არ მუშაობდა და გადაღებები ჯერ დაწყებული არც იყო.

ახალგაზრდა ქალის გაუჩინარებაზე რამდენიმე ვერსია გაჩნდა. მსახიობის ყოფილი ქმარი, დექსტერი პოლიციას ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, ჟანი კვირების განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა, მან რამდენიმე თვის წინ, ლინი მოიყვანა ცოლად, რაც ჟანს სასტიკად არ სიამოვნებდა. იმ საღამოს კი დექსტერს ჟანი უნდა ენახა და მათ ბავშვისთვის გადასახადების გადახდაზე უნდა ესაუბრათ.

გაუჩინარების შემდეგ, ჟანის დედამ და დექსტერმა ბავშვზე ზრუნვა დაიწყეს, სასამართლომ დექსტერს ბავშვზე დროებითი მეურვეობის უფლება მისცა.
გამოძიებაში რამდენიმე ადვოკატი და გამომძიებელიც ჩაერთო, ახალმა ადვოკატმა ჟანზე ბევრი სხვა დეტალი გაარკვია და მსახიობის კოლეგას ესაუბრა. როგორც კოლეგამ ჩვენებაში თქვა, მათ გაუჩინარებამდე 2 კვირით ადრე გოგონას პირად ცხოვრებაზე ისაუბრეს, ჟანის ცხოვრებაში პარტნიორი არსებობდა, ახალგაზრდა მსახიობს მოსწონდა ის, თუმცა მათ შორს სერიოზული არაფერი იყო.

ჟანის დედამ ფლორენსმა თქვა, რომ ერთხელ ჟანისა და ვინმე კრიკის საუბარი მოისმინა, კრიკს გოგონა სამსახურიდან იცნობდა და კრიკმა ის სახლში რამდენჯერმე მოიყვანა, თუმცა მამაკაცი მანქანიდან არასდროს გადმოსულა და არც ჟანს შეუპატიჟებია სახლში. 13 წლის მოწმემ, რომელიც ასევე კარგად იცნობდა ჟანს ჩვენებაში თქვა, რომ მან ჟანი თავისი მანქანით ასაკოვან მამაკაცთან ერთად დაინახა, მსახიობი ანერვიულებული ჩანდა.

პოლიციამ მალევე წერილში მოხსენიებული პირი, კრიკ დუგლასი იპოვა, რომელიც მართლაც იცნობდა ჟანს. თუმცა კრიკი და ჟანი წლების წინ ერთ-ერთ გადაღებაზე იყვნენ და ბიჭს ახალგაზრდა მსახიობი ბუნდოვნად ახსოვდა. დუგლასთან საუბრის შემდეგ, გამომძიებლები მიხვდნენ, რომ წერილში ნახსენები კრიკის ვინაობა კვლავ უცნობი რჩებოდა და ეჭვმიტანილების სიაში მხოლოდ ჟანის ექიმი კრიკ რიგი იყო დარჩენილი.

"მე მჯერა, რომ კრიკი დამნაშავის ნამდვილი სახელი არ არის, მსახიობი კრიკ დუგლასი არაფერ შუაშია, ჩვენ ექიმი ერიკ კრიკი უნდა დავკითხოთ, მან ჟანის გაუჩინარებაზე ბევრი რამ იცის" - თქვა პირადმა გამომძიებელმა სტივ ჰოდელმა.

ამ ამბიდან მალევე, ლოს-ანჯელესის პოლიციამ ექიმი ერიკ კრიკი რიგი სამხილების მოპოვების შემდეგ დააკავა. ჟანის ერთ-ერთმა მეგობარმა ჩვენებაში ახსენა, რომ გაუჩინარებამდე ახალგაზრდა მსახიობი 3 თვის ორსული იყო და შესაძლოა, მისი გაუჩინარების მიზეზი სწორედ ეს ყოფილიყო.

სიტუაციას რადიკალურად ცვლიდა ორსულობა, დაკავებული კრიკი და ჯერ კიდევ დაკარგული ჟან სპანგლერი. მსახიობის დაკარგვიდან 2 წლის შემდეგ, სასამართლომ ოფიციალურად გარდაცვლილად გამოაცხადა ქალი და დექსტერსა და მის მეუღლეს ქრისტინეზე სრული მეურვეობის უფლება მისცა, დექსტერმა და ლინმა ქრისტინე ფლორიდაში წაიყვანეს, გოგონა მას შემდეგ კალიფორნიაში აღარ დაბრუნებულა.

გამოძიების დასრულებამდე, პოლიციაში ასობით ადამიანი მიდიოდა, ისინი ჟანის გაუჩინარებაზე სხვადასხვა ვერსიებს აჟღერებდნენ, თითქოს ხალხი ქუჩაში ნახულოდა ჟანს და ის ცოცხალი იყო. გამომძიებელი ლოუელა პარსოი მედიაში განცხადებით გამოვიდა, ის ვინც ჟანის ადგილსამყოფელს ან რაიმე მტკიცებულებას წარმოადგენდა, ჯილოდ 10 000 დოლარს მიიღებდა, თუმცა უშედეგოდ, ხალხის ეჭვები სამხილების გარეშე არაფრის მომცემი იყო. ქალის გაუჩინარების საბოლოო მიზეზი კვალვ დაუდგენელი დარჩა. ეს ამბავი კი ლოს-ანჯელესის ისტორიაში ერთ-ერთ მისტიურ ამბად ჩაიწერა.

ახლა უკვე ამ ამბიდან 70 წელზე მეტი გავიდა, პოლიცია წლების შემდეგაც მიუბრუნდა მსახიობის გაუჩინარების მისტიურ ისტორიას, თუმცა უშედეგოდ, დღეს ჩვენებაში წერია, რომ ჟან სპენგლერი უბრალოდ ერთ ჩვეულებრივ დღეს, სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა, როგორც ჩანს გოგონას ამისთვის სერიოზული მიზეზი ჰქონდა. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)


რედაქტორის რჩევით
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თვის კითხვადი სტატიები