მოკლული გოგონების დედასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს - სასტიკი დანაშაული რუსეთში, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა
23-09-2020
მოკლული გოგონების დედასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს - სასტიკი დანაშაული რუსეთში, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იაროსლავლის ოლქში, ქალაქ რიბინსკში 1979 წელს დაბადებული ვიტალი მოლჩანოვი დააკავეს, რომელიც ორი არასრულწლოვანი გოგონას სასტიკ მკვლელობასა და გაუპატიურებაშია ბრალდებული.

ოლქის გუბერნატორმა დიმიტრი მირონოვმა, საზოგადოებას სოციალურ ქსელშიც მიმართა და ჯილდოც კი დააწესა მათთვის, ვინც გამოძიებას დაეხმარებოდა და სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდიდა.

რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით: "ქალაქ რიბინსკში ჩადენილი დანაშაულის გამო, პოლიციამ დააკავა გოგონების დედასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი, რომელიც წარსულშიც ნასამართლევია".

ვიდეოში, რომელიც შემდეგ სამართალდამცავებმა გაავრცელეს, დაკავებული აღიარებს
დანაშაულს.

"კიდევ ერთი ბოთლი დავლიე 10 საათამდე... და შედეგად მოვკალი", - ამბობს დაკავებული.

"მამაკაცი ავტოსადგომებთან და საცხოვრებლებთან ახლოს ვიპოვეთ. როცა პოლიცია პერიმეტრს ამოწმებდა, ის მაღალ ბალახებში დამალვას ცდილობდა. პოლიციელებმა ის იპოვეს, თუმცა გაქცევა არ უცდია", - განაცხადა ქვეყნის საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა.

სასტიკი მკვლელობა

პროკურატურის განცხადებით,
სასტიკად მოკლული 8 და 13 წლის გოგონების გვამი, 15 სექტემბერს, დღისით, ბავშვების დედამ სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა. საქმე სასტიკად მკვლელობისა და გაუპატიურების მუხლებით აღიძრა.

ტელეგრამის არხი "112" აცხადებდა, რომ გოგონების სხეული "დანით იყო დაჩეხილი", სხვა ადგილობრივი გამოცემების ცნობით, სამართალდამცავებმა დანაშაულის ადგილზე დანა და ნაჯახი აღმოაჩინეს, რომელიც მკვლელმა გამოიყენა. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები