კიმ ჩენ ინი ბოდიშს იხდის - რა მოხდა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან? - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინი ბოდიშს იხდის - რა მოხდა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან?

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ, მუნ ჯე ინს, წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო.

ოფიციალური სეულის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი წერილში აღნიშნავს, რომ ის "ძალიან წუხს მუნ ჯე ინისა და სამხრეთ კორეელი ხალხის იმედის გაცრუების გამო".

გუშინ, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეელი მამაკაცი, რომელიც მეთევზეობის დეპარტამენტში მუშაობდა, საზღვართან ჩრდილოეთ კორეის ახლოს მდებარე საპატრულო გემიდან გაქრა, შემდეგ კი ის ჩრდილოეთის წყლებში იპოვეს. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებმა მას ესროლეს, შემდეგ ნავთი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

"ინტერპრესნიუსი"