რატომ დაიწყო აზერბაიჯანში რეზერვისტების გაწვევა?
რატომ დაიწყო აზერბაიჯანში რეზერვისტების გაწვევა?
აზერბაიჯანში მოულოდნელად რეზერვისტების გაწვევა დაიწყო: დიდი ხნის წინ რეზერვში გადაყვანილებს, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურებში იძახებენ და პირდაპირ წვრთნებზე აგზავნიან, ქუჩებში კი პოლიციას, კერძო, ე.წ "პიკაპის" ტიპის ავტომობილები არმიის საჭიროებისთვის მიჰყავთ. ამასთან, ქვეყანაში არც საომარი მდგომარეობა და არც საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული.
აზერბაიჯანში სამხედრო რეზერვის მობილიზაცია დაიწყო. "სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის კანონის თანახმად", რეზერვში მყოფი პირების გაწვევა, სამხედრო ტრენინგებისა და შემოწმებისთვის ხდება. ამის შესახებ სამხედრო გაწვევის
სახელმწიფო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
მოგვიანებით სახელმწიფო სამსახურმა, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ სამხედრო ვალდებულების მქონე რეზერვისტები, გაიძლიერებენ და გაიმყარებენ სამხედრო უნარებსა და ცოდნას.

21 სექტემბერს აზერბაიჯანის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ პოლიცია "პიკაპების" კონფისკაციას ახდენდა და ისინი სპეციალურ სადგომზე გადაჰყავდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტომობილები გაივლიან დიაგნოსტირებას და შემოწმებას.

ომის
გამოძახილი

მართალია საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა არ გამოცხადებულა, მაგრამ ხალხი აღელვებულია, პოლიტიკოსები კი სომხეთთან ახალი ომის შესაძლებლობას განიხილავენ.
აზერბაიჯანსა და სომხეთის კონფლიქტის ცენტრში მთიანი ყარაბაღის სტატუსია. საბჭოთა დროს ტერიტორია აზერბაიჯანის შემადგენლობაში, როგორც ავტონომიური ოლქი, ისე შედიოდა, მოსახლეობის უმეტესობა კი ეთნიკურად სომეხი იყო. ტერიტორიის გამო დავა ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა და 1994 წელს ზავით დასრულდა.
ბაქო ტერიტორიას ოკუპირებულად მიიჩნევს, ერევანი ოფიციალურად არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას, მაგრამ თავს მისი უსაფრთხოების გარანტორს უწოდებს.

რა ხდება?

რამდნენიმე დღის წინ სომხეთის საზღვართან, აზერბაიჯანელი სამხედრო გარდაიცვალა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ალიევმა სომხეთი ომისთვის მზადებაში დაადანაშაულა:

”ისინი ახალი ომისთვის ემზადებიან. მათი ძალების კონცენტრაცია ხდება, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვუყურებთ. ჩვენ მივყვებით მათ ყველა მოქმედებას. რა თქმა უნდა, თავს დავიცავთ. როგორც დავიცავით თავი თოვუზში, ისე დავიცავთ თავს ყველა სხვა მიმართულებით. თოვუზის მოვლენები მათთვის გაკვეთილი იყო. თუ მათ ახალი გაკვეთილის სწავლა სურთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ”
ილჰამ ალიევი
ივლისში, თოვუზში, სომხეთის საზღვართან მომხდარ სამხედრო დაპირისპირებას 15-მდე აზერბაიჯანელი ჯარისკაცის, მათ შორის გენერალ-მაიორის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორივე მხარემ ერთმანეთს დასდეს ბრალი სიტუაციის ესკალაციაში. ბაქოში მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა, მონაწილეები შურისძიებას ითხოვდნენ.

შეხების წერტილში (საზღვარზე) დიდი დაპირისპირება 2016 წელსაც მოხდა, მაშინ ე.წ. "ხუთდღიანი ომის" დროს, ყარაბაღში ათეულობით სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ბრიტანელი პოლიტოლოგი და კავკასიის კონფლიქტების მკვლევარი, ლოურენს ბროერსი დარწმუნებულია, რომ ფართომასტაბიან ომში დაინტერესბული არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი არაა.

"მიმდინარე წლის ივლისსა და 2016 წლის აპრილში ჩვენ ვნახეთ, რომ მოსაზღვრე ლანდშაფტი და ინფრასტრუქტურა ფართომასშტაბიან კონფლიქტის შესაძლებლობას გამორიცხავს. უფრო მოსალოდნელია მცირე მასშტაბის ესკალაცია" - ამბობს ის. წყარო
(სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები