სომხეთის მთავრობამ საომარი მდგომარეობა შემოიღო და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა - რას წერს ნიკოლ ფაშინიანი "ფეისბუქზე"? - კვირის პალიტრა

სომხეთის მთავრობამ საომარი მდგომარეობა შემოიღო და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა - რას წერს ნიკოლ ფაშინიანი "ფეისბუქზე"?

სომხეთის მთავრობამ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო და გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშიანიანმა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა.

„ძვირფასო თანამემამულენო, ახლა სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ცხადდება სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. ყველა პირად შემადგენლობას მოვუწოდებ გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატებში“, - წერს ფაშინიანი.

"ინტერპრესნიუსი"