"დედამ მითხრა არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო, ეს მისი ბოლო სიტყვები იყო, 10 წუთში მართლაც ყველაფერი მორჩა" - კვირის პალიტრა

"დედამ მითხრა არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო, ეს მისი ბოლო სიტყვები იყო, 10 წუთში მართლაც ყველაფერი მორჩა"

რას ჰყვება ავიაკატასტროფას გადარჩენილი ერთადერთი მგზავრი, რომელიც საჯაროდ 40 წლის შემდეგ ალაპარაკდა

დედამიწაზე ცოტა ადამიანი თუ იქნება ისეთი, თვითმფრინავის ავიაკატასტროფას რომ გადაურჩა და ცხოვრება ჩვეულებრივ განაგრძო. ჯულიანა კოპკა ის ერთ-ერთია, რომელმაც 17 წლის ასაკში სრულიად მარტომ, ავიაკატასტროფის შემდეგ, ჯუნგლებში გადარჩენა შეძლო, დედისა და ახლობლების გარეშე დარჩენილი გოგო საშინელ მხეცებთან ღამეებს ათევდა, საკვების მოსაპოვებლად თავს სწირავდა და ამ ყველაფერთან ერთად, მაშველების მოსვლის იმედს არ კარგავდა. 91 მგზავრში მოლოდ ერთ გადარჩენილი გოგო, ამ ამბავზე საჯაროდ 40 წლის შემდეგ ალაპარაკდა.

1971 წელს შობის პერიოდში, 17 წლის ჯულიანა კოპკა, რეის "LANA flight 508"- ზე პერუში დედასთან ერთად იმყოფებოდა. ჯულიანა და დედამისი გოგონას სკოლის დამთავრების აღსანიშნავად სხვა ქვეყანაში დასასვენებლად მიდიოდნენ, თვითმფრინავმა 7 საათით დააგვიანა, ფრენა საათ ნახევარი უნდა გაგრძელებულიყო. საბოლოოდ თვითმფრინავი დაიძრა, ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა როგორც ამბობენ, სწორედ ამ დროს უნდა ელოდო მოულოდნელ უბედურებას. მოწმენდილ, სუფთა ცაზე უეცრად ღრუბელი გაჩნდა და შტორმიც დაიწყო. თვითმფრინავის ძლიერმა რყევამ მგზავრებში პანიკა გამოწვია, უეცრად ბორტზე შუქი ჩაქვრა და აურზაურმა იმატა.

"დედა ნერვიულობდა, თუმცა მე თავს კარგად ვგრძნობდი, 10 წუთის შემდეგ მივხვდი, რომ სიტუაცია უარესდებოდა"- იხსენებს ჯულიანა.

თვითმფრინავმა ზემოთ-ქვემოთ მოძრაობა დაიწყო, სკამებს ზემოთ შენახული ხელბარგი სულ გადმოიყარა, უეცრად თვითმფრინავი დაბლა დაეშვა.

"როდესაც დავინახეთ, თვითმფრინავის ირგვლივ ცეცხლი, ჩვენც პაიკაში ჩავვარდით. დედას ხელი მოვკიდე, ვერაფერს ვამბობდით, სხვა მგზავრები ტიროდნენ და გაუჩერებლად ყვიროდნენ, დედამ მითხრა არ ინერიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო, ეს ბოლო სიტყვები იყო, რაც მისგან მოვისმინე, 10 წუთში მართლაც ყველაფერი მორჩა" - ამბობს ჯულიანა.

თვითმფრინავი ამაზონის ჯუნგლებში ჩამოვარდა და წინა ნაწილით მიწაში ჩაეფლო, მთლიანად დაიშალა, მთელი ტერიტორია სისხლითა და რკინის ნარჩენებით გაივსო. ჯულიანა ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათში გონს მოვიდა, გოგონა ხეზე იყო, ფოთლებში გახლართული, სკამზე ღვედით ძლიერად მიმაგრებული სხეული გაინთავისუფლა, ხიდან ჩამოვიდა და კიდე ერთხელ დაკარგა გონება.

"სრულიად მარტო ვიყავი, ხიდან ჩამოვედი და მახსოვს ქარის ზუზუნი მესმოდა, შემდეგ გონება დავკარგე, მოგვიანებით გამოვფხიზლდი და თვითმფრინავის მგზავრების და დედას საძებნელად წავედი" - იხსენებს ჯულიანა.

ჯულიანას მძიმე ტვინის შერყევა და ხელ-ფეხის მოტეხილობა ჰქონდა, ასევე მთელ სხეულზე დაკაწრული იყო, ღვთაებრივად გადარჩენილ გოგოს სიარული შეეძლო და ტერიტორიის დათვალიერება დაიწყო. ფიქრობდა, რომ მგზავრებიდან ცოცხალი აღარავინ იყო.

"ვყივროდი, დედას ვეძახდი მაგრამ ამხელა ჯუნგლებში ჩემი ხმა იკარგებოდა, იქ სულ მარტო დავრჩი, სერიოზული დაზიანებები არ მქონია, მუხლი მქონდა მოტეხილი, თუმცა სიარული შემეძლო... მოკლემკლავიანი კაბა და ღია ფეხსაცმელი მეცვა, ჯუნგლებში ამით სიარული საშიში იყო, ამაზონში გველები საკვების მოსაპოვებლად შენიღბულები არიან და ფოთლებს ჰგვანან, გამიმართლა, რომ მე არცერთი მინახავს" - იხსენებს ქალი.

ჯულინაას მშობლები პროფესიით ბიოლოგები იყვნენ და ის ბავშობიდან სამეცნიერო კვლევებზე, ბიოლოგიურ ექსპერიმენტებსა და ლაშქრობებზე დაჰყავდათ, მცირე დროით გოგონამ მშობლებთან ერთად ტყეშიც კი იცხოვრა, ამიტომ მან ბუნებისა და ველური ცხოვრების შესახებ ბევრი რამ იცოდა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ თეორია იყო და ამაზონის ჯუნგლებში ათასგვარი შხამიანი არსებებისა და მტაცებელი ცხოველების გარემოცვაში გადარჩენა არ იქნებოდა მარტივი.

ჯუნგლებში დარჩენის პირველ დღეს ჯულიანამ თვითმფრინავის ნარჩენებში საკვები შეაგროვა და უსაფრთხო ადგილის საძებნელად წავიდა. ერთ ადგილას გაჩერება საშიში იყო, ჯობდა ემოძრავა და თავი გადაერჩინა. ხეზე ხავსის მიმართულებით ჯულიამ ჰორიზონტის მხარეები დაადგინა, შემდეგ ხეზე ჰოაძინის ჩიტი დაინახა და ბიოლოგი მამაის რჩევა გაახსენდა, ეს ჩიტები წყალთან ახლოს ბინადრობენ, ანუ სადღაც იქ მდინარე ან ჩანჩქერი უნდა ყოფილიყო.

ჩიტის ნახვამ გაამართლა, ჯულიანამ მდინარის შუაში შეცურა და შუა ნაწილიდან გაუყვა გზას. გოგონამ დედის რჩევა გაითვალისწინა, წყლის ნაპირას ჯუნგლებში, ნიანგები ან სხვა წყალში ბინადარი არსებები იყრიდნენ თავს და მათგან თავის ასარიდებლად ეს გზა უფრო უსაფრთხო იყო, ასევე მდინარეში ფეხს ფსკერზე არ დგამდა, რადგან ამაზონის მდინარეებში ბევრი შხამიანი არსება ბინადრობს და განსაკუთრებით საშიში სწორედ ფსკერია.

"როდესაც მდინარე დავინახე დაუფიქრებლად შიგნით შევედი, ჯუნგლებში ყოფნისას ჯობს წყალში იარო ვიდრე ხმელეთზე. მახსოვს, ძალიან ცხელოდა და ირგვლის სულ ნესტი იყო, დღეში რადმენჯერმე წვიმდა, ღამე კი ციოდა. მარტო ყოფნა ძალიან მიჭირდა"

დროთა განმავლობაში ჯულიანას ჭრილობები დაუჩირქდა, ხელი ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა და ჯუნგლებში ყოფნის მე-4 დღეს ცაზე სვავების გუნდი შენიშნა, მიხვდა იქ, სადღაც ხორცი უნდა ყოფილიყო და ფრინველებს გაყვა. რადმენიმე საათში ჯულინამ თვითმფრინავის სხვა გარდაცვლილი წევრები იპოვა.

"როდესაც ჩიტებს გავყევი ვგრძნობდი კარგს არაფერს ვნახავდი, ველოდი ერთი-ორ დაშავებულს, თუმცა საშინელი სანახაობა დამხვდა. თვითმფრინავის სკამები გვამებით იყო სავსე, ამდენი გარდაცვლილი ადამიანი ცხოვრებაში არსად მენახა, ერთი ქალი დედას მივასმგავსე, თუმცა ფრჩილებზე ლაქი დავინახე, დედა კი ლაქს არასდროს ხმარობდა" - იხსენებს ჯულიანა. ჯულიანა კოპკა წლების შემდეგ

თვითმფრინავის ნარჩენებში ჯულიანამ იქვე ბენზინი დაინახა, გაახსენდა რომ ერთ-ერთ ლაშქრობაში მათ ძაღლს პარაზიტები დაესივნენ, მამამ კი სხეულზე ბენზინი წაუსვა. ჯულიანას ჭრილობაში ტალახი, მტვერი და ერთ-ორი პარაზიტი უკვე ბინადროდა ამიტომ, გარისკა და ჭრილობაზე ბენზინი დაისხა. იმ ღამეს გოგონამ ღამე იქვე გაათია.

მეორე დილით ჯულიანას კაცების ხმა შემოესმა, ეს ნაგელოზების გამოჩენას გავდა ჯუგლებში. გოგონა გარდაცვლილი ეგონათ, თუმცა ჯულიანამ ესპანურად გააცნო თავი და მომხდარი უამბო. მოგზაურებმა ის ცივილიზაციამდე მიიყვანეს და ჯულიანა გადაარჩინეს.

"გადარჩენის მეორე დღეს, მამა დავინახე, ლაპარაკი უჭირდა, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით" - იხსენებს კოპკა.

რამდენიმე დღეში, გოგონამ ტელევიზორში მოისმინა, რომ თვითმფრინავის ყველა მგზავრი გარდაცვლილი იპოვეს, მათ შორის დედამისიც აღმოჩნდა.

"როგორც თქვეს დედა და კიდევ რამდენიმე მგზავრი ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩნენ, თუმცა მძიმედ დაშავდნენ და 2-3 დღე გაძლეს იქ, განუწყვეტლივ იმაზე ვფიქრობდი, როგორი იყო მისი ბოლო დღე ჯუნგლებში" - იხსენებს ჯულიანა.

ამ ამბიდან უკვე წლები გავიდა, თუმცა ჯერ კიდევ საკვირველია როგორ მოახერხა 17 წლის გოგომ 10 დღე ველურ ბუნებაში მარტო გატარება. ჯულიანას დედისა და მამის რჩებები არსებობაში, კვებასა და მხეცებისგან თავის დახსნაში ეხმარებოდა. ამაზონის ჯუნგლებს დედამიწის ფილტვებს ეძახიან, იქ ბევრი მოგზაური დაკარგულა, რადგან ადამიანებისთვის ტყეში თავმოყრილი ცხოველების, მცენარეებისა და მწერების ჯიშების ნაწილი დღემდე ამოუცნობია და იშვიათია ამ ჯუნგლებიდან ცოცხალმა გამოაღწიო.

წლების შემდეგ ამ ამბავზე რამდენიმე წიგნი დაიწერა, ასევე 2 შესანიშნავი ფილმი გადაიღეს ჯულიანას ცხოვრებაზე. გადარჩენის შემდეგ, კოპკამ ცხოვრება განაგრძო, ტრავმები მოიშუშა და ამაზე საჯაროდ ბევრჯერ ისაუბრა. რაც შეეხება კომპანიას, "LANA"-ს რეისი 508-ის ჩამოვარდნის შემდეგ, კომპანიას ფრენის ლიცენზია შეუჩერეს და მილიონობით დოლარის ჯარიმა და კომპენსაციაც გადაახდევინეს.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)