"თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, ყველა თავისი შესაძლებლობით, დგას თავის აზერბაიჯანელ ძმებთან" - კვირის პალიტრა

"თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, ყველა თავისი შესაძლებლობით, დგას თავის აზერბაიჯანელ ძმებთან"

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთთან კონფლიქტში მხარი აზერბაიჯანს დაუჭირა.

მისი თქმით, სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

„თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, ყველა თავისი შესაძლებლობით, დგას თავის აზერბაიჯანელ ძმებთან. საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც არ შეუძლია აუცილებელი, ადექვატური რეაქცია გამოხატოს სომხეთის აგრესიაზე, კიდევ ერთხელ აჩვენა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. მინსკის ტრიო, რომელიც 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა თავის დაუდევარ პოზიციას, არ არის კონფლიქტის დარეგულირებისკენ ორიენტირებული“, - განაცხადა ერდორანმა.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

"ინტერპრესნიუსი"