"ომი შეიძლება გასცდეს რეგიონის საზღვრებს და მიიღოს გაცილებით ფართო მასშტაბი" - კვირის პალიტრა

"ომი შეიძლება გასცდეს რეგიონის საზღვრებს და მიიღოს გაცილებით ფართო მასშტაბი"

საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას რეგიონში ესკალაცია, ასევე შეუძლებელი უნდა გახადოს თურქეთის ჩართვა კონფლიქტში. ამის შესახებ მოსახლეობისადმი მიმართვისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა კონფლიქტი რეგიონის საზღვრებს გასცდეს.

"მოვუწოდებ ეუთოს მინსკის ჯგუფს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს ვითარების სერიოზულობაზე. ჩვენ ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე სამხრეთ კავკასიაში, რასაც შეიძლება ჰქონდეს ყველაზე არაპროგნოზირებადი შედეგები. ომი შეიძლება გასცდეს რეგიონის საზღვრებს და მიიღოს გაცილებით ფართო მასშტაბი. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი და არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში“ , - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

მოვუწოდებ ეუთოს მინსკის ჯგუფს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს ვითარების სერიოზულობაზე. ჩვენ ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე სამხრეთ კავკასიაში, რასაც შეიძლება ჰქონდეს ყველაზე არაპროგნოზირებადი შედეგები. ომი შეიძლება გასცდეს რეგიონის საზღვრებს და მიიღოს გაცილებით ფართო მასშტაბი. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი და არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში“ , - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

"ინტერპრესნიუსი"