მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო - კვირის პალიტრა

მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო

აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მილი მეჯლისის რიგგარეშე სხდომაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხი პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბმისად განიხილეს.

მედიის ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი დაწესდება.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი იმოქმედებს დედაქალაქ ბაქოში, ასევე განჯაში, ევლახში და სხვა ქალაქებში.

"ინტერპრესნიუსი"