მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი - როგორ ვითარდებოდა მოვლენები 27 სექტემბერს
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი - როგორ ვითარდებოდა მოვლენები 27 სექტემბერს
მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მმ­დი­ნა­რე­ობს. გთავაზობთ მოვლენების ქრონიკას, რომელსაც დღის ბოლოს არსებული სიტუაციით ვაწვდით მკითხველს:

21:31
დანაკარგები
ოფიციალური ინფორმაცია ორივე მხარის დანაკარგების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ სომხეთის სამხედრო სტრუქტურებიდან მოდის. სომხეთი 16 სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მათივე ინფორმაციით, დაჭრილთა რაოდენობა 100-მდეა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარის დანაკარგები გაცილებით მეტია.

"ჩვენი მონაცემებით, 200-მდე აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 30 ჯავშანმანქანა, 20 თვითმფრინავი განადგურდა ”, - განაცხადეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.
აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ
ოფიციალური მონაცემები არ არსებობს.

20:37
მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება ორივე მხარეს

კვირას მომხდარი ესკალაციის ტრაგიკული შედეგი, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაა. სომხური მხარე ინფორმაციას ორი დაღუპულის შესახებ ავრცელებს, აზერბაიჯანი კი ხუთი დაღუპულის შესახებ საუბრობს, ხუთივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია.
ორივე მხარე აცხადებს, რომ არ ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს.

19:13
იშვიათი
მომენტი, როცა "ოდეკაბე" და ნატო ერთ აზრზე არიან

"მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, რომელმსაც უკვე მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამ კონფლიქტის გადაჭრა სამხედრო გზით ვერ მოხდება" - ნატომ მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებისკენ მინსკის ჯგუფის ფარგლებში.
ეს იშვიათი მომენტია, როცა ნატოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ("ოდეკაბე") მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა. დღეს, რუსეთის მიერ მართულმა სამხედრო ბლოკმა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და მინსკის ჯგუფს დაუჭირა მხარი.

18:55
ახალი ფაქტორი-თურქეთი
ილჰამ ალიევი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი
1990-იანი წლების საომარი დაპირისპირებისგან განსხვავებით, დღეს ორივე მხარის შეიარაღება მკვეთრად გაზრდილია, ამიტომ, ფართომასშტაბიანი ომი ძალიან სახიფათოა.
თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მხარდაჭერა წელს უფრო ღიაა, ვიდრე ოდესმე. რუსეთი, სომხეთთან სამხედრო ალიანსის მიუხედავად, უფრო ბუნდოვანებით გამოირჩევა, რუსეთს აზერბაიჯანთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქვს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახლა გადამწყვეტი ინიციატივა საფრანგეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების - მინსკის ჯგუფი თანადავჯდომარეებისგან უნდა წამოვიდეს, რათა სისხლიანი დაპირისპირება შეჩერდეს.

18:39
ირანი "ჩვენი მეზობლები - ჩვენი პრიორიტეტია"

"ირანი თვალს ადევნებს მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს და შეშფოთებულია ძალადობის გამო" - განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფიმ.

ირანი ესაზღვრება როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე მთიან ყარაბაღსაც.

18:14
ორი მხარე ორი ვერსია

აზერბაიჯანული და სომხური წყაროები განაგრძობენ მიმდინარე მოვლენების რადიკალურად განსხვავებული ვერსიების წარმოჩენას.
აზერბაიჯანული მხარის მოხსენებებიდან ჩანს, რომ სომხეთის ძალები უკან იხეევენ, სომხური მოხსენებებიდან კი პირიქით-უკან იხევს აზერბაიჯანის ძალები.
ორივე მხარე აქვვყნებს კადრებს, რომლებშიც მტრის ტექნიკის განადგურებაა ნაჩვენები.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხური ჯავშანმანქანების დაბომბვის ვიდეო



სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანული ჯავშანმანქანებით დაწვის ვიდეო




17:55
"საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს" - ვლადიმირ პუტინი

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინი ესაუბრა პრემიერ-მისნიტრ ნიკოლ ფაშინიანს, პრესსამსახური აზუსტებს, რომ საუბარი სომხეთის მხარის ინიციატივით შედგა.

პუტინმა გამოხატა შეშფოთება რეგიონში "მასშტაბური შეტაკებების" გამო. ”აღინიშნა, რომ ახლა აუცილებელია ყველა საჭირო ძალისხმევა, რათა თავიდან იქნას აცილებული დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია და რაც მთავარია, აუცილებელია საბრძოლო მოქმედებების შეჩერება”, - განაცხადეს კრემლში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკვე ესაუბრა როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე მის კოლეგას თურქეთიდან.

რა უნდა ვიცოდეთ

დაპირისპირება აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის მთიანი ყარაბაღის პრაქტიკულად მთელი შეხების ზოლზე მიმდინარეობს.
კონფლიქტის დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
აზერბაიჯანი იუწყება ექვსი დასახლებისა და საკვანძო გზის აღების შესახებ. სომხეთი უარყოფს ამ შეტყობინებებს და ამბობს, რომ წარმატებულად უმკლავდება მთელ ზოლზე შეტევებს.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.
ექსპერტები რეგიონში თურქეთის გააქტიურებაზე საუბრობენ, რომელიც ყოველმხრივ მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს.

კონფლიქტი

1992-1994 წლებში ორ რესპუბლიკას შორის სამხედრო დაპირისპირების დროს, აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე. 1992 წელს შეიქმნა ეუთოს მინსკის ჯგუფი ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, რომელსაც ხელმძღვანელობს სამი თანათავმჯდომარე - რუსეთი, აშშ და საფრანგეთი.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?