მედიის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებების დროს მინიმუმ 16 სამხედრო და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მედიის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებების დროს მინიმუმ 16 სამხედრო და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების დროს მინიმუმ 16 სამხედრო და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო, მთიანი ყარაბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, მათი მხრიდან 16 ჯარისკაცი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარე კი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა სომხეთის იერიშებს უპასუხეს და გარდაცვლილია ერთი ოჯახის ხუთი წევრი სომხური მხარის მხრიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად.

აზერბაიჯანული მხარე
ასევე აღნიშნავს, რომ მისმა ძალებმა აიღეს კონტროლი შვიდ სოფელზე. მთიანმა ყარაბაღმა თავდაპირველად ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ მოგვიანებით აღიარა ”გარკვეული პოზიციების” დაკარგვა და განაცხადა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში არის მსხვერპლი.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა განვითარებული
მოვლენების გამო საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

"ინტერპრესნიუსი'
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?