სომხეთის მხარეს დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 550-ია - რა ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება
28-09-2020
სომხეთის მხარეს დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 550-ია - რა ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიაში დაჭრილებისა და დაშავებულების შესახებ უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება,- აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, განადგურებულია სომხური მხარის საბრძოლო მასალის 3 საწყობი, ათობით ტექნიკა, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 550-ია

„განადგურებულია მტრის 22 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 18 იპილოტო საფრენი აპარატი, დაღუპული და დაშავებულია 550 ადამიანი, განადგურებულია საბრძოლო მასალის 3 საწყობი,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

ცნობისათვის,
მანამდე სომხურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ განადგურებულია აზერბაიჯანის არმიის 4 ვერტმფრენი, 33 ტანკი და საბრძოლო მანქანა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი. მათივე მტკიცებით, არიან დაღუპულები და დაჭრილები, თუმცა აზერბაიჯანული მხარე ინფორაციას მალავს.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა
განვითარებული მოვლენების გამო საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?