"რუსეთი არასდროს ერევა საკუთარი მეზობლების საშინაო საქმეებში"
28-09-2020
"რუსეთი არასდროს ერევა საკუთარი მეზობლების საშინაო საქმეებში"
რუსეთი არასდროს ერევა საკუთარი მეზობლების, და საერთოდ სხვა ქვეყნების, საშინაო საქმეებში, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვისთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე ყირგიზეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წინ "სხვადასხვა ძალები გააქტიურდნენ", რომლებიც ეწინააღმდეგებიან სტაბილურობას და განვითარებას და საფრთხეს უქმნიან რესპუბლიკის სუვერენიტეტს.

"იცით, რომ ზოგადად, ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლების, და საერთოდ სხვა ქვეყნების, შიდა საქმეებში. მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მოქმედი ხელისუფლების მცდელობას,
დაასტაბილუროს სიტუაცია,"- აღნიშნა პუტინმა.

ყორგიზეთში საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბერს ტარდება.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?