"განადგურებულია მტრის 22 ტანკი, 10 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა და 370-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე" - რა ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო? - კვირის პალიტრა

"განადგურებულია მტრის 22 ტანკი, 10 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა და 370-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე" - რა ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო?

სომხეთის მხარის ინფორმაციით, მტერმა ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო მდინარე არაქსის ხეობაში და თალიში-მატაგისის რაიონებში. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედიას თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერ არცრუნ ჰოვანისიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე დროს, როგორც ჰოვანისიანმა აღნიშნა, ყარაბაღის თავდაცვის არმია წარმატებით იგერიებს მოწინააღმდეგის მხრიდან ყველა თავდასხმასა და თავდასხმის მცდელობას, რაც მათ მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მიმართულებით.

„ამ დროისთვის განადგურებულია მტრის 22 ტანკი და 10 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა. განადგურებულია 370-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. მტერს დიდი რაოდენობით ჰყავს დაჭრილები. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მტრის მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობა დაახლოებით 35% -ს შეადგენს“, - განაცხადა ჰოვანისიანმა.

ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბრის დილიდან კვლავ გამწვავდა. მხარეში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები.

"ინტერპრესნიუსი"