"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ აზერბაიჯანის სომხეთთან გაიგივება არაა სწორი" - კვირის პალიტრა

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ აზერბაიჯანის სომხეთთან გაიგივება არაა სწორი"

"თურქეთი მზადაა აზერბაიჯანს გვერდით დაუდგეს, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან", - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისივე თქმით ამ პრობლემიდან ერთი გამოსავალი არსებობს - "სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს. სანამ ეს არ მოხდება, პრობლემა არ გადაიჭრება".

"აზერბაიჯანი და სომხეთი, ეს ერთი და იგივე არაა. ჩვენ, ყველა ერთად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ აზერბაიჯანის სომხეთთან გაიგივება, რომელმაც მისი(აზერბაიჯანის) მიწების ოკუპაცია მოახდინა, არაა სწორი", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ნუმან ქურთუმლუშიმ, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (პარტიის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანია) თავჯდომარის მოადგილემ, სომხეთი პროვოკაციებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "აზერბაიჯანზე თავდასხმას, ჩვენ როგორც თურქეთზე თავდასხმას ისე განვიხილავთ".