"თურქეთის ამბიციები: სირიელი მეამბოხეები აზერბაიჯანში გადასასროლად ემზადებიან" - რას წერს ბრიტანული გამოცემა
"თურქეთის ამბიციები: სირიელი მეამბოხეები აზერბაიჯანში გადასასროლად ემზადებიან" - რას წერს ბრიტანული გამოცემა
ბრიტანულ "გარდიან"-ში ("The Guardian") გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "თურქეთის ამბიციები: სირიელი მეამბოხეები აზერბაიჯანში გადასასროლად ემზადებიან" (ავტორი - ბეთან მაკერნენი), რომელშიც თურქეთის გეგმებზეა საუბარი - სირიიდან აზერბაიჯანში ანტიასადური ძალების გადაყვანა აზერბაიჯანის არმიის დასახმარებლად.

სირიის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც თურქეთი აკონტროლებს, ანტიასადური ამბოხებულების - მოხალისეების ჩაწერა მიმდინარეობს, რომლებსაც ჯერ უშუალოდ თურქეთის ტერიტორიაზე გადაიყვანენ, შემდეგ კი აზერბაიჯანში. მოხალისეების ჩაწერას კერძო თურქული დაცვითი ორგანიზაცია ახორციელებს. მოხალისეები მთიან ყარაბაღთან განლაგდებიან, აზერბაიჯანის დროებითი სასაზღვრო ხაზის დასაცავად, მესაზღვრეების სტატუსით.
როგორც "გარდიან"-მა შეიტყო, თურქული დაცვითი ორგანიზაცია მოხალისეებს კარგ ანაზღაურებას დაჰპირდა, რაც ათწლიანი სამოქალაქო ომით გაპარტახებული სირიელებისათვის კარგი შესაძლებლობაა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სტატიის ავტორის აზრით, თურქეთის ამგვარი მოქმედება იმის ნიშანია, რომ საზღვარგარეთ ძალების პროვოცირებაში ანკარის მადა მატულობს: აზერბაიჯანი უკვე მესამე ქვეყანა იქნება, სადაც თურქული ამბიციები რეალურ
კონტურებს იძენს რუსეთთან კონკურენციაში - ჯერ სირიაში (ახლო აღმოსავლეთი), შემდეგ - ლიბიაში (აფრიკა) და ახლა აზერბაიჯანი (სამხრეთ კავკასია). (წყარო)

ამერიკელმა ექსპერტმა სირიის საკითხებში, ელისაბედ ცურკოვმა, განაცახადა, რომ პირადად იცნობს რამდენიმე სირიელს, რომლებიც ყარაბაღში გასამგზავრებლად მოხალისეებთა რიგებში ჩაეწერნენ. მისი თქმით, მოხალისე სირიელების აზერბაიჯანში ჩასვლა ჯერჯერობით დადასტურებული არაა, თუმცა პროთურქული დაჯგუფებების სირიიდან გამგზავრების ფაქტს ადასტურებს.

უმეტესობა მათგანი სირიის ეროვნული არმიის წევრია" - წერს ექსპერტი.

ცურკოვის თქმით, სირიის ეროვნული არმიის ათასობით მებრძოლი ლიბიაში, სამთავრობო ძალებთან ერთად იბრძვის, რომელსაც თურქეთი უჭერს მხარს. მებრძოლები ლიბიაში, შედარებით დიდი ანაზღაურების გამო მიდიან.

ოფოციალურად სირიის ეროვნული არმია უარყოფს თავისი მებრძოლების, ლიბიისა და ყარაბაღის კონფლიქტებში მონაწილეობას.

ექსპერტი გაეროს დასკვნაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ სირიის ეროვნული არმია ძარცვავს და ძალავს ფულს მოსახლეობას, დაკავებულები არიან კონტრაბანდით და გარდა ამისა, ვაჭრობენ ადამიანებითა და საკუთარ საპყრობილეებში აწამებენ ტყვეებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ
მკითხველის კომენტარი (1)
mzirali
01 ოქტომბერი 2020 12:27
დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები