აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ საარტილერიო დარტყმების კადრები გაავრცელა
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ საარტილერიო დარტყმების კადრები გაავრცელა
მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი კი ბრძო­ლე­ბი­სა და მსხვერ­პლის შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ.

სო­მეხ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ჯა­რის­კა­ცებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი 27 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია ათო­ბით და და­შა­ვე­ბუ­ლია ასო­ბით ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. მხა­რე­ე­ბი მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კონფლიქტის ზონაში ღამით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა სომხეთის თავდაცვის უწყებამაც. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ჰოვანისიანის ცნობით, საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტრომ საარტილერიო დარტყმების ვიდეო გაასაჯაროვა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?