აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ საარტილერიო დარტყმების კადრები გაავრცელა - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ საარტილერიო დარტყმების კადრები გაავრცელა

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. დაპირისპირებული მხარეები კი ბრძოლებისა და მსხვერპლის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.

სომეხ და აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ მიმდინარეობს. დაპირისპირების შედეგად დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კონფლიქტის ზონაში ღამით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა სომხეთის თავდაცვის უწყებამაც. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ჰოვანისიანის ცნობით, საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტრომ საარტილერიო დარტყმების ვიდეო გაასაჯაროვა